ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მოქალაქეებს სანქციები გაუხანგრძლივა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / ფოტობანკში გადასვლაევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2022 წლის 16 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა პერსონალური სანქციები ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. სანქციების სიაში შესული არიან რუსეთის მოქალაქეებიც, იუწყება РИА Новости.
აღნიშნული სანქციების მოქმედების ვადა ბოლოს გასული წლის 12 ოქტომბერს გახანგრძლივდა მიმდინარე წლის 16 ოქტომბრამდე.
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
მსოფლიო დღეს
პესკოვი: შტატების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიალოგის იმედს ხაზს გადაუსვამს
ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2018 წელს შემოიღო, შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ქიმიური იარაღის შექმნასა თუ გამოყენებაში მიიჩნევენ დამნაშავედ, აგრეთვე მათთვის, ვინც ფინანსურ, ტექნიკურ თუ მატერიალურ ხელშეწყობას, ასევე კონსულტაციებს უწევს ამ პირებსა თუ ორგანიზაციებს.
ევროკავშირის სანქციების სიაში ჩართვა ნიშნავს მის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას. ევროკავშირის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს აკრძალული აქვთ სიის ფიგურანტებისთვის სახსრების გადაცემა.
SWIFT-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
რუსეთი SWIFT-ის „სანქციების სპირალში“ ჩართვას არ გამორიცხავს
ამ დროისათვის ქიმიური იარაღის სანქციების სიაში 15 ფიზიკური პირია შეყვანილი. აქედან ხუთს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ედება ბრალად, ოთხს — სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა 2018 წელს, კიდევ ექვს კაცს კი ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ინციდენტთან აკავშირებს. გარდა ამისა, სანქციების სიაში შესულია ორი ორგანიზაცია — ერთი სირიული და ერთიც რუსული.
რუსეთმა არაერთხელ უარყო სკრიპალებისა და ნავალნის ინციდენტებთან ყველანაირი კავშირი და მათ რუსეთის დისკრედიტაციისთვის გამიზნული დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური