https://sputnik-georgia.com/20210924/peskovi-statebis-sanqciebi-rusetis-winaarmdeg-dialogis-imeds-xazs-gadausvams-259871743.html
პესკოვი: შტატების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიალოგის იმედს ხაზს გადაუსვამს
პესკოვი: შტატების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიალოგის იმედს ხაზს გადაუსვამს
Sputnik საქართველო
აშშ-ში ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე დაიწყეს ლაპარაკი. 24.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-24T18:32+0400
2021-09-24T18:32+0400
2021-09-24T21:11+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312816_0:109:3072:1837_1920x0_80_0_0_48683f8ba9c9d9ffbfb4c5f57a5db0ee.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. კრემლში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის კონგრესმენების იდეები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების თაობაზე ხაზს გადაუსვამს ჟენევაში სამიტის განწყობას და დიალოგის აღდგენის იმედს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ბიუჯეტში, კერძოდ, ჩართულია შესწორებები რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, რუსეთის რიგი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების, ასევე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი საქნციების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზეს, რომ შესწორებები მიიღოს კანონპროექტის საბოლოო მიღებიდან 15 დღეში.„ალბათ ჩვენი საქმე არ არის, რაღაც პროგნოზები ავაგოთ. ცხადია, რომ ამერიკელი კონგრესმენების სხვადასხვა სანქციური მისწრაფება არ სუსტდება, მაგრამ ამ კანონპროექტს კიდევ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება, შემდეგ დადგება საკითხი: გაითვალისწინებს თუ არა ადმინისტრაცია ამ რეკომენდაციებს. მხედველობაში მაქვს სანქციები. ერთად ვიხილავთ. მანამდე ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა პესკოვმა.იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი სანქციების პაკეტს მიიღებს, ეს „ჩვენი ურთიერთობების განვითარების ყველაზე უარესი სცენარი იქნება“, აღნიშნა პესკოვმა.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტი ჟენევაში ივნისში გაიმართა.
https://sputnik-georgia.com/20210924/amerikelebis-mowodeba-damangreveli-ewodos-crdiloetis-nakadis-nebismier-mxardaweras-259851610.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312816_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_8cf34640b868bac23825168cf935f13d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ
პესკოვი: შტატების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიალოგის იმედს ხაზს გადაუსვამს
18:32 24.09.2021 (განახლებულია: 21:11 24.09.2021) აშშ-ში ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე დაიწყეს ლაპარაკი.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. კრემლში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის კონგრესმენების იდეები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების თაობაზე ხაზს გადაუსვამს ჟენევაში სამიტის განწყობას და დიალოგის აღდგენის იმედს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ბიუჯეტში, კერძოდ, ჩართულია შესწორებები რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, რუსეთის რიგი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების, ასევე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი საქნციების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზეს, რომ შესწორებები მიიღოს კანონპროექტის საბოლოო მიღებიდან 15 დღეში.
24 სექტემბერი 2021, 10:27
„ალბათ ჩვენი საქმე არ არის, რაღაც პროგნოზები ავაგოთ. ცხადია, რომ ამერიკელი კონგრესმენების სხვადასხვა სანქციური მისწრაფება არ სუსტდება, მაგრამ ამ კანონპროექტს კიდევ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება, შემდეგ დადგება საკითხი: გაითვალისწინებს თუ არა ადმინისტრაცია ამ რეკომენდაციებს. მხედველობაში მაქვს სანქციები. ერთად ვიხილავთ. მანამდე ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა პესკოვმა.
იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი სანქციების პაკეტს მიიღებს, ეს „ჩვენი ურთიერთობების განვითარების ყველაზე უარესი სცენარი იქნება“, აღნიშნა პესკოვმა.
„რა თქმა უნდა, ეს არსებითად გადაუსვამდა ხაზს ჟენევის განწყობას და იმ მცირე იმედსაც კი, რომელიც რამე სუბსტანციური დიალოგის აღდგენაზე არსებობს, რომელიც ჟენევის შემდეგ გაჩნდა“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტი ჟენევაში ივნისში გაიმართა.