https://sputnik-georgia.com/20211011/batumis-tragediis-semdeg-tbiliselebi-ufro-xsirad-mimartaven-municipalurinspeqcias-260454674.html
ბათუმის ტრაგედიის შემდეგ თბილისელები უფრო ხშირად მიმართავენ მუნიციპალურ ინსპექციას
ბათუმის ტრაგედიის შემდეგ თბილისელები უფრო ხშირად მიმართავენ მუნიციპალურ ინსპექციას
Sputnik საქართველო
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას მოუწოდებს, აცნობონ საცხოვრებელ შენობებში საეჭვო სამუშაოების შესახებ. 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T21:18+0400
2021-10-11T21:18+0400
2021-10-11T22:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395783_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_31904e82b2d0172c4ef70f3d89efb350.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო დღეებში შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობის რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით 5-6-ჯერ გაიზარდა, იუწყება „პირველი არხი“ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაზე დაყრდნობით.ინსპექციაში გახშირებულ მიმართვიანობას ბათუმის ტრაგედიას უკავშირებენ. 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. მაშველებმა ნანგრევებიდან მხოლოდ ერთი ცოცხალი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, გაიზარდა მიმართვიანობა სოციალური ქსელებითაც.მოსახლეობა ინსპექციას მიმართავს იმის შესამოწმებლად, რამდენად უსაფრთხოა მათ შენობებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ძირითადად ეს ეხება შენობების პირველ სართულებს. ინსპექციაში აღნიშნავენ, რომ დროულად რეაგირებენ ზარებზე და ადგილზე ამოწმებენ, აქვს თუ არა მფლობელს სამუშაოების შესრულების ნებართვა.ინსპექციის მონაცემებით, თუ არსებობს ვარაუდი, რომ უნებართვო სამუშაოების ფარგლებში მოხდა მზიდ კონსტრუქციასთან შეხება, ინსპექცია ფართის მესაკუთრეს საექსპერტო დასკვნის მომზადებას სთხოვს. თუ დადასტურდა მზიდი კედლის ცვლილება, მეპატრონეს პირვანდელი სახით აღდგენა ევალება.ინსპექციაში განმარტავენ, რომ, კანონის თანახმად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დროს თუ სამუშაოები ეხება მზიდ კონსტრუქციას, აუცილებელია არქიტექტურის სამსახურის ნებართვა და შესაბამისი დასკვნები.მუნიციპალურ ინსპექციაში მოსახლეობას მოუწოდებენ, საცხოვრებელ კორპუსში საეჭვო სამუშაოების შემთხვევაში დარეკონ ნომერზე 2 72 22 22 .
https://sputnik-georgia.com/20211011/glovis-dre-saqartvelosi-260424086.html
https://sputnik-georgia.com/20211011/raribasvili-korpusis-camongrevit-dazaralebulebs-binebi-da-fuladi-kompensacia-gadaecemat-260441711.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395783_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_2908afd596673714b976b31c106a4292.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ბათუმის ტრაგედიის შემდეგ თბილისელები უფრო ხშირად მიმართავენ მუნიციპალურ ინსპექციას
21:18 11.10.2021 (განახლებულია: 22:40 11.10.2021) თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას მოუწოდებს, აცნობონ საცხოვრებელ შენობებში საეჭვო სამუშაოების შესახებ.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო დღეებში შენობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობის რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით 5-6-ჯერ გაიზარდა, იუწყება
„პირველი არხი“ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაზე დაყრდნობით.
ინსპექციაში გახშირებულ მიმართვიანობას ბათუმის ტრაგედიას უკავშირებენ. 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. მაშველებმა ნანგრევებიდან მხოლოდ ერთი ცოცხალი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, გაიზარდა მიმართვიანობა სოციალური ქსელებითაც.
მოსახლეობა ინსპექციას მიმართავს იმის შესამოწმებლად, რამდენად უსაფრთხოა მათ შენობებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ძირითადად ეს ეხება შენობების პირველ სართულებს. ინსპექციაში აღნიშნავენ, რომ დროულად რეაგირებენ ზარებზე და ადგილზე ამოწმებენ, აქვს თუ არა მფლობელს სამუშაოების შესრულების ნებართვა.
ინსპექციის მონაცემებით, თუ არსებობს ვარაუდი, რომ უნებართვო სამუშაოების ფარგლებში მოხდა მზიდ კონსტრუქციასთან შეხება, ინსპექცია ფართის მესაკუთრეს საექსპერტო დასკვნის მომზადებას სთხოვს. თუ დადასტურდა მზიდი კედლის ცვლილება, მეპატრონეს პირვანდელი სახით აღდგენა ევალება.
ინსპექციაში განმარტავენ, რომ, კანონის თანახმად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დროს თუ სამუშაოები ეხება მზიდ კონსტრუქციას, აუცილებელია არქიტექტურის სამსახურის ნებართვა და შესაბამისი დასკვნები.
მუნიციპალურ ინსპექციაში მოსახლეობას მოუწოდებენ, საცხოვრებელ კორპუსში საეჭვო სამუშაოების შემთხვევაში დარეკონ ნომერზე 2 72 22 22 .