https://sputnik-georgia.com/20211011/glovis-dre-saqartvelosi-260424086.html
საქართველოში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლს გლოვობენ
საქართველოში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლს გლოვობენ
ბათუმში ტრაგედიას ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აქედან სამი ბავშვია. 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T09:41+0400
2021-10-11T09:41+0400
2021-10-11T13:47+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
ტრაგედია ბათუმში: საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260405272_0:0:960:540_1920x0_80_0_0_a330f39cca37e6b514e9941252c907b3.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღეა.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია ერთი მამაკაცი. 11 ოქტომბრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.მისი თქმით, სახელმწიფო დაეხმარება ყველა დაზარალებულს, ხოლო დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი – პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
https://sputnik-georgia.com/20211010/eklesiebsi-batumis-tragediis-msxverplta-sulis-mosaxseniebeli-panasvidi-sesruldeba-260405659.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260405272_0:0:960:720_1920x0_80_0_0_da2bfc9212173d5edd13237d521dc522.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, ტრაგედია ბათუმში: საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, ტრაგედია ბათუმში: საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა
საქართველოში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლს გლოვობენ
09:41 11.10.2021 (განახლებულია: 13:47 11.10.2021) ბათუმში ტრაგედიას ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აქედან სამი ბავშვია.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღეა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
11 ოქტომბრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
მისი თქმით, სახელმწიფო დაეხმარება ყველა დაზარალებულს, ხოლო დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი – პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.