ეკლესიებში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

© photo: Sputnikსამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
პარასკევს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. დღეს სამების ტაძარში, ასევე საქართველოს ეკლესიების უმრავლესობაში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქოს ცნობით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
საპატრიარქო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
„ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთათვის სვეტიცხოველში პანაშვიდი გაიმართება
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი ორიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0