https://sputnik-georgia.com/20211009/batumsi-tragediis-sedegad-darupultatvis-sveticxovelsi-panasvidi-gaimarteba-260399146.html
ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთათვის სვეტიცხოველში პანაშვიდი გაიმართება
ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთათვის სვეტიცხოველში პანაშვიდი გაიმართება
Sputnik საქართველო
მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ნანგრევებში ჩარჩენილი ბოლო გარდაცვლილი ამოიყვანეს და სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ტრაგედიას სულ ცხრა ადამიანის სიცოცხლე... 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T18:30+0400
2021-10-09T18:30+0400
2021-10-09T18:30+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251431866_0:154:3094:1894_1920x0_80_0_0_847a6dca8eacf38e972a62a43849f3f0.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, სვეტიცხოვლის ტაძარში ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პრესსამსახურის ცნობით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს, 9 ოქტომბერს 23:30 საათზე საქართველოს ერთიანობისთვისა და მშვიდობისთვის აღევლინება შეკვეთილი წირვა, შემდეგ კი ჩატარდება პანაშვიდი.8 ოქტომბერს ნაშუადღევს რამდენიმე წამში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, სადავ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ნანგრევების გროვად იქცა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
https://sputnik-georgia.com/20211009/sapatriarqo-batumsi-tragediis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-260397678.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251431866_183:0:2912:2047_1920x0_80_0_0_2a87d09c22f5d8ad3f423e469925d6f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს საპატრიარქო
ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთათვის სვეტიცხოველში პანაშვიდი გაიმართება
მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ნანგრევებში ჩარჩენილი ბოლო გარდაცვლილი ამოიყვანეს და სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ტრაგედიას სულ ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, სვეტიცხოვლის ტაძარში ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს, 9 ოქტომბერს 23:30 საათზე საქართველოს ერთიანობისთვისა და მშვიდობისთვის აღევლინება შეკვეთილი წირვა, შემდეგ კი ჩატარდება პანაშვიდი.
„ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
8 ოქტომბერს ნაშუადღევს რამდენიმე წამში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, სადავ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ნანგრევების გროვად იქცა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.