https://sputnik-georgia.com/20211011/raribasvili-korpusis-camongrevit-dazaralebulebs-binebi-da-fuladi-kompensacia-gadaecemat-260441711.html
ღარიბაშვილი: კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულებს ბინები და ფულადი კომპენსაცია გადაეცემათ
ღარიბაშვილი: კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულებს ბინები და ფულადი კომპენსაცია გადაეცემათ
Sputnik საქართველო
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეებს... 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T16:17+0400
2021-10-11T16:17+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260392322_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d14f77946c25876bf090db3afa860f1e.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაზარალებულ ოჯახებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.მთავრობის მეთაურმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.პრემიერის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის პირობების გამკაცრება იგეგმება.შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება გუშინ წარუდგინა, სასამართლომ დღეს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.საქართველოში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.
https://sputnik-georgia.com/20211011/batumis-tragediis-dros-darupulebis-axloblebs-premierma-miusamzimra-260438921.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260392322_101:0:1240:854_1920x0_80_0_0_6d9859b8ed8161214b86345076dd809b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ღარიბაშვილი: კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულებს ბინები და ფულადი კომპენსაცია გადაეცემათ
16:17 11.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაზარალებულ ოჯახებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
მთავრობის მეთაურმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლებაც გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და, ამასთანავე, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის პირობების გამკაცრება იგეგმება.
„ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იყოს დაშვებული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება გუშინ წარუდგინა, სასამართლომ დღეს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.