ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

© Facebook / Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.

„ძნელია სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას აქ გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და ვუსურვებ გამძლეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება გუშინ წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.
ყველა ახალი ამბავი
0