ტრაგედია ბათუმში: მაშველები ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსამაშველო ოპერაცია ბათუმში, სახლის ჩამონგრევის ადგილზე
სამაშველო ოპერაცია ბათუმში, სახლის ჩამონგრევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი არასრულწლოვანია. ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ კიდევ სამ ადამიანს ეძებენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გომელაურმა იმ დაკავებულ პირებზეც ისაუბრა, რომლებიც კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ და აღნიშნა, რომ მათ ბრალეულობას გამოძიება დაადგენს.
„თითქმის დაზუსტებით ვიცით, რომ ვეძებთ სამ ადამიანს. წესით, მეტი არავინ უნდა იყოს. იცით, რომ სამი ადამიანი მივეცით პასუხისგებაში. ბინის მეპატრონე და კიდევ ორი პირი. სასამართლო დაადგენს, მათი ბრალეულობა იყო, თუ რაიმე სხვამ გამოიწვია ნგრევა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ხალხი ნანგრევებში მოყოლილთათვის ლოცულობს - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა
ამ დროისთვის კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. ასევე, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ორი დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათგან ერთ-ერთი, 36 წლის ინგა მეკეიძე, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა.
პოლიციამ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დღეს დააკავა. გამოძიების მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სავარაუდოდ სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.
ბათუმში სახლის ნგრევა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ბათუმში სახლის ნგრევა: დაკავებულია სამი პირი
შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
ბათუმში სახლი 26 მაისის ქუჩაზე გუშინ დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური