ბათუმში სახლის ნგრევა: დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliბათუმში სახლის ნგრევა
ბათუმში სახლის ნგრევა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავეს.
კერძოდ, დაკავებულია პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
Ночная спасательная операция на месте обрушения жилого дома в Батуми 8 октября 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ამ დროისთვის ბათუმში მაშველებმა ხუთი ცხედრის პოვნა შეძლეს, მათგან ორი არასრულწლოვანია
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. ასევე, ნანგრევებიდან ორი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგიმარეობა მძიმეა.
მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
სამაშველო ოპერაცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ტრაგედია ბათუმში: ნანგრევებიდან ცხედარი ამოასვენეს
შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
ბათუმში სახლი 26 მაისის ქუჩაზე გუშინ დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.
ასევე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0