ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerხალხი ნანგრევებში მოყოლილთათვის ლოცულობს
ხალხი ნანგრევებში მოყოლილთათვის ლოცულობს - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალი თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი შვილის დედა 36 წლის ინგა მეკეიძე გარდაიცვალა, იუწყება „რუსთავი2“.
ამ დროისთვის ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად უკვე 6 ადამიანია დაღუპული. მათგან ორი არასრულწლოვანია.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ამოიყვანეს. ის მძიმე დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
ბათუმში სახლის ნგრევა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
ბათუმში სახლის ნგრევა: დაკავებულია სამი პირი
ნანგრევებშია მოყოლილი ქალის ორი შვილი და მაზლიც. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ბავშვების ხმაც ისმოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა.
სახლის ნგრევის ფაქტზე შსს-მ პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0