https://sputnik-georgia.com/20211009/mixeil-saakasvilis-piradi-eqimi-misi-analizebis-pasuxebi-damaimedebeli-ar-aris-260385794.html
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: ექსპრეზიდენტს ციხის ბარათზე თანხა ამოეწურა
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: ექსპრეზიდენტს ციხის ბარათზე თანხა ამოეწურა
Sputnik საქართველო
პენიტენციურმა სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ სააკაშვილმა შეიძინა ტელევიზორი, პლედი და პირადი მოხმარების საგნები 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T10:16+0400
2021-10-09T10:16+0400
2021-10-09T12:54+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366868_0:188:1280:908_1920x0_80_0_0_243b2d3caa0597e6b6b315eaf76a8041.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხის ბარათზე თანხა უკვე ამოეწურა, განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც სპეციალურად აშშ-დან ჩამოვიდა.საქართველოში პატიმრებს ციხეში არსებულ მაღაზიებში ყოველთვიურად არაუმეტეს 700 ლარის დახარჯვა შეუძლიათ. პენიტენციურმა სამსახურმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა შეიძინა ტელევიზორი, პლედი და პირადი მოხმარების საგნები.ექიმმა ასევე უარყო პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, თითქოს სააკაშვილმა თაფლი შეიძინა. ექიმის თქმით, ამისთვის საქართველოს ექს-პრეზიდენტს თანხა არ ეყო.ექიმმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ შემდგომში მისი „ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. საფრთხის წინაშე რამდენიმე დღეში იქნება, იმიტომ, რომ ანემია აქვს".მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.„სააკაშვილი მხნედ არის და კარგად გრძნობს თავს. ბათუმში მომხდარ ამბავზე ნერვიულობდა ძალიან. შიმშილობას განაგრძობს და მითხრა, რომ არ დაამთავრებს. თავს კარგად გრძნობს, რომ ნახოთ ვერც შეატყობთ, რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია“, - განაცხადა ყიფშიძემ.მანამდე პარასკევს სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობის მერვე დღეს 12 კილოგრამი დაიკლო.გარდა ამისა, ექიმის თქმით, სააკაშვილს ჩაუტარდა კვლევები, რომელთა პასუხების მიხედვით მას რამდენიმე დღეში მკურნალობა დასჭირდება.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მეცხრე დღეა, იმყოფება. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211009/saakasvilma-sakvebis-mireba-daiwyo-260381081.html
https://sputnik-georgia.com/20211008/saakasvilis-eqimi-saqartvelosi-camovida-260380358.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366868_0:180:1040:960_1920x0_80_0_0_e7a3451d4ba6ba6bb3859e348dc0e972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: ექსპრეზიდენტს ციხის ბარათზე თანხა ამოეწურა
10:16 09.10.2021 (განახლებულია: 12:54 09.10.2021) პენიტენციურმა სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ სააკაშვილმა შეიძინა ტელევიზორი, პლედი და პირადი მოხმარების საგნები
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხის ბარათზე თანხა უკვე ამოეწურა, განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც სპეციალურად აშშ-დან ჩამოვიდა.
საქართველოში პატიმრებს ციხეში არსებულ მაღაზიებში ყოველთვიურად არაუმეტეს 700 ლარის დახარჯვა შეუძლიათ. პენიტენციურმა სამსახურმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა შეიძინა ტელევიზორი, პლედი და პირადი მოხმარების საგნები.
„მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა, წყალს სვამს. საკვებს არ იღებს, წვენი დალია“, - განაცხადა ექიმმა.
ექიმმა ასევე უარყო პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, თითქოს სააკაშვილმა თაფლი შეიძინა. ექიმის თქმით, ამისთვის საქართველოს ექს-პრეზიდენტს თანხა არ ეყო.
ექიმმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ შემდგომში მისი „ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. საფრთხის წინაშე რამდენიმე დღეში იქნება, იმიტომ, რომ ანემია აქვს".
მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„სააკაშვილი მხნედ არის და კარგად გრძნობს თავს. ბათუმში მომხდარ ამბავზე ნერვიულობდა ძალიან. შიმშილობას განაგრძობს და მითხრა, რომ არ დაამთავრებს. თავს კარგად გრძნობს, რომ ნახოთ ვერც შეატყობთ, რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მანამდე პარასკევს სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობის მერვე დღეს 12 კილოგრამი დაიკლო.
გარდა ამისა, ექიმის თქმით, სააკაშვილს ჩაუტარდა კვლევები, რომელთა პასუხების მიხედვით მას რამდენიმე დღეში მკურნალობა დასჭირდება.
„პასუხები არ არის დამაიმედებელი. მედიკამენტური დახმარება ჯერ არ სჭირდება, მაგრამ შემდეგ კვირას დასჭირდება. ორ-სამ დღეში ეს ანალიზები გაუარესდება და სხვადასხვა სახის მკურნალობა დასჭირდება", - განაცხადა ექიმმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მეცხრე დღეა, იმყოფება. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.