https://sputnik-georgia.com/20211008/saakasvilis-eqimi-saqartvelosi-camovida-260380358.html
სააკაშვილის ექიმი აშშ-დან საქართველოში ჩამოვიდა მისი სისხლის ანალიზის ჩასატარებლად
სააკაშვილის ექიმი აშშ-დან საქართველოში ჩამოვიდა მისი სისხლის ანალიზის ჩასატარებლად
Sputnik საქართველო
ექიმი ექს-პრეზიდენტის სისხლის ამჟამინდელი ანალიზის შედარებას აპირებს წინა ანალიზთან. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T23:21+0400
2021-10-08T23:21+0400
2021-10-08T23:58+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366868_0:188:1280:908_1920x0_80_0_0_243b2d3caa0597e6b6b315eaf76a8041.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხანგრძლივი შიმშილობის გამო ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფება, განაცხადა პატიმრის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის ახლა რუსთავის ციხეშია მოთავსებული. მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა შიმშილობის მერვე დღისთვის 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო. სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომაც აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები ეწყება.მისი თქმით, ის აშშ-დან ჩამოვიდა და სააკაშვილთან საპატიმროში შეხვედრის ნებართვას ელოდება.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211008/penitenciuri-samsaxuri-saakasvilis-mdgomareoba-damakmayofilebelia-260373313.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366868_0:180:1040:960_1920x0_80_0_0_e7a3451d4ba6ba6bb3859e348dc0e972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ექიმი აშშ-დან საქართველოში ჩამოვიდა მისი სისხლის ანალიზის ჩასატარებლად
23:21 08.10.2021 (განახლებულია: 23:58 08.10.2021) ექიმი ექს-პრეზიდენტის სისხლის ამჟამინდელი ანალიზის შედარებას აპირებს წინა ანალიზთან.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხანგრძლივი შიმშილობის გამო ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფება, განაცხადა პატიმრის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის ახლა რუსთავის ციხეშია მოთავსებული. მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა შიმშილობის მერვე დღისთვის 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო. სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომაც აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები ეწყება.
„ოთხშაბათს, დილით ჩამოვედი და ველოდები, როდის შეიძლება მისი ნახვა. ზოგადად ჯანმრთელი ადამიანია, მაგრამ ახლა მის მდგომარეობას ვაფასებ, როგორც ძალიან საშიშს. ჩემი გეგმაა, დაუყოვნებლივ ჩავატარო მისი სისხლის ანალიზი, ასევე გავაკეთო ელექტროკარდიოგრამა, რათა მის წინა ანალიზებს შევადარო“, – განაცხადა ექიმმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ის აშშ-დან ჩამოვიდა და სააკაშვილთან საპატიმროში შეხვედრის ნებართვას ელოდება.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.