https://sputnik-georgia.com/20211008/ra-mdgomareobasia-nangrevebidan-amoyvanili-qali-260375907.html
„შემოიყვანეს გულის გაჩერებით“: როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა
„შემოიყვანეს გულის გაჩერებით“: როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალი თითქმის 9 საათი იმყოფებოდა. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T21:27+0400
2021-10-08T21:27+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_0:0:2062:1160_1920x0_80_0_0_ccfb2bbb1217954c5808186686362039.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს.ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.
https://sputnik-georgia.com/20211008/nangrevebidan-amoyvanili-qalis-qmari-meurle-zalian-seuzlodaa-260375344.html
https://sputnik-georgia.com/20211008/masvelebma-nangrevebidan-axalgazrda-qali-amoiyvanes-260374909.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_287:0:2062:1331_1920x0_80_0_0_3d581a1fd52cc32cb0868109c31e59e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
„შემოიყვანეს გულის გაჩერებით“: როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა
21:27 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალი თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს.
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს, ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მანქანაში დაუფიქსირდა სისხლდენა, შემოიყვანეს გულის გაჩერებით. მძიმე დაზიანებები აქვს კიდურების, ალბათ იქნება მოტეხილობებიც. ჯერ გამოკვლევები უნდა ჩატარდეს, მაგრამ გამოკვლევებამდე უნდა მოიყვანონ სასიცოცხლო მდგომარეობაში, რადგან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება", - განაცხადეს ექიმებმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.