მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerფოტო ჩამონგრეული სახლის ადგილიდან ბათუმში
ფოტო ჩამონგრეული სახლის ადგილიდან ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს.
ქალი ნანგრევების ქვეშ დაახლოებით ცხრა საათი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება.
კატასტროფა ბათუმში: ადამიანების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ტრაგედია ბათუმში: ადამიანების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება – ვიდეო
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს. მანამდე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს ზრდიდა.
სახლის ჩამონგრევის ადგილი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ამ დროისათვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს, სამუშაოები ძირითადად ხელით, მძიმე ტექნიკის მინიმალური გამოყენებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0