ტრაგედია ბათუმში: ადამიანების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება – ვიდეო

გამოწერა
ბათუმის ცენტრში საშინელი ტრაგედია მოხდა – მთლიანად ჩამოინგრა ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო, რომელსაც ზემოდან ორი სართული ჰქონდა დაშენებული.
ნანგრევებში მოყვნენ კორპუსის მცხოვრებლები და შენობის მახლობლად მყოფი ადამიანები. რამდენიმე ადამიანი უკვე გადარჩენილია, მათ შორის არიან ბავშვებიც. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისმის.
გადარჩენილები მაშველებს უხმობენ, ზოგიერთთან სატელეფონო კონტაქტის დამყარება მოხერხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწია დაახლოებით ათ ადამიანს.
ტრაგედია შუადღისას მოხდა, როდესაც ზრდასრულების დიდი ნაწილი სამსახურში იმყოფებოდა, ბავშვები კი - სკოლაში. სხვა შემთხვევაში ნანგრევებში სადარბაზოს მკვიდრი თორმეტივე ოჯახი აღმოჩნდებოდა. მიმდინარეობს კატასტროფის ზუსტი მიზეზის დადგენა.
ყველა ახალი ამბავი
0