https://sputnik-georgia.com/20211008/nangrevebidan-amoyvanili-qalis-qmari-meurle-zalian-seuzlodaa-260375344.html
„ძალიან შეუძლოდაა, კონტაქტზე არ გამოდის“: ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე
„ძალიან შეუძლოდაა, კონტაქტზე არ გამოდის“: ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე
Sputnik საქართველო
კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალი თითქმის 9 საათი იმყოფებოდა. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T20:57+0400
2021-10-08T20:57+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252078316_0:154:3093:1893_1920x0_80_0_0_761c14f99142abc76b9620f7a8f3465e.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ჩემი მეუღლე ძალიან შეუძლოდაა, ლაპარაკი არ შეუძლია და დამტვრეულია, განაცხადა ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის მეუღლემ ჟურნალისტებთან.ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.ნანგრევებშია მოყოლილი ქალის ორი შვილი და მაზლიც. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ბავშვების ხმაც ისმის.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.
https://sputnik-georgia.com/20211008/masvelebma-nangrevebidan-axalgazrda-qali-amoiyvanes-260374909.html
https://sputnik-georgia.com/20211008/camongreuli-korpusis-tavmjdomare-liftis-misenebis-taobaze-yvelas-xeli-aqvs-mowerili-260370303.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252078316_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_58e47421c9fffcca892c7fbe1a822131.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
„ძალიან შეუძლოდაა, კონტაქტზე არ გამოდის“: ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე
20:57 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალი თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ჩემი მეუღლე ძალიან შეუძლოდაა, ლაპარაკი არ შეუძლია და დამტვრეულია, განაცხადა ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის მეუღლემ ჟურნალისტებთან.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნანგრევებშია მოყოლილი ქალის ორი შვილი და მაზლიც. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ბავშვების ხმაც ისმის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.