https://sputnik-georgia.com/20211008/camongreuli-korpusis-tavmjdomare-liftis-misenebis-taobaze-yvelas-xeli-aqvs-mowerili-260370303.html
ჩამონგრეული კორპუსის თავმჯდომარე: ლიფტის მიშენების თაობაზე ყველას ხელი აქვს მოწერილი
ჩამონგრეული კორპუსის თავმჯდომარე: ლიფტის მიშენების თაობაზე ყველას ხელი აქვს მოწერილი
Sputnik საქართველო
ადამიანები დახმარებას შემთხვევის ადგილზეც ცდილობენ. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში მაშველებს ეხმარებიან. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T18:17+0400
2021-10-08T18:17+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260363306_0:0:2801:1577_1920x0_80_0_0_cd54772697a566d5516f31b2127dfbd2.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. კორპუსზე დაშენებაც და ლიფტიც შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მოხდა და ვერსია, რომ ნგრევა სწორედ ამან გამოიწვია, გამოირიცხება, განაცხადა ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ბათუმის მერიის წინასწარი მონაცემებით, ჩამონგრეულ ნაწილში იმ მომენტისთვის, სავარაუდოდ, რვა ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ სამი გამოვიდა. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება.„ავარიულობის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და არ ყოფილა საჩივარი. 12 ადამიანი არის ნანგრევებში მომწყვდეული. ლიფტის მიშენების თაობაზე, მე რამდენადაც ვიცი, ყველას ხელი აქვს მოწერილი, ოქმზე ხელი აქვთ მოწერილი", – განაცხადა საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს უმატებდა.განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი. სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს – სამუშაოები ძირითადად ხელით, მძიმე ტექნიკის გარეშე მიმდინარეობს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებიც მწრივში ჩადგნენ და ნამტვრევებს ერთმანეთს ხელით აწვდიან, მაშველებს ეხმარებიან იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.
https://sputnik-georgia.com/20211008/irakli-garibashvili-batumshi-260368702.html
https://sputnik-georgia.com/20211008/vaxtang-gomelauri-batumshi-korpusis-ngreva-260364970.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260363306_317:0:2432:1586_1920x0_80_0_0_f462b632a574363c2fa517e5e0ecf493.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ჩამონგრეული კორპუსის თავმჯდომარე: ლიფტის მიშენების თაობაზე ყველას ხელი აქვს მოწერილი
18:17 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) ადამიანები დახმარებას შემთხვევის ადგილზეც ცდილობენ. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში მაშველებს ეხმარებიან.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. კორპუსზე დაშენებაც და ლიფტიც შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მოხდა და ვერსია, რომ ნგრევა სწორედ ამან გამოიწვია, გამოირიცხება, განაცხადა ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ბათუმის მერიის წინასწარი მონაცემებით, ჩამონგრეულ ნაწილში იმ მომენტისთვის, სავარაუდოდ, რვა ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ სამი გამოვიდა. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება.
„ავარიულობის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და არ ყოფილა საჩივარი. 12 ადამიანი არის ნანგრევებში მომწყვდეული. ლიფტის მიშენების თაობაზე, მე რამდენადაც ვიცი, ყველას ხელი აქვს მოწერილი, ოქმზე ხელი აქვთ მოწერილი", – განაცხადა საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს უმატებდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი. სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს – სამუშაოები ძირითადად ხელით, მძიმე ტექნიკის გარეშე მიმდინარეობს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლებიც მწრივში ჩადგნენ და ნამტვრევებს ერთმანეთს ხელით აწვდიან, მაშველებს ეხმარებიან იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.