https://sputnik-georgia.com/20211008/irakli-garibashvili-batumshi-260368702.html
„ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“ – ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში იმყოფება
„ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“ – ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში იმყოფება
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ბათუმში. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T17:51+0400
2021-10-08T17:51+0400
2023-08-17T18:41+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558958_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_fc1d6fb7e80b21349ca032bdd26af462.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ბათუმში.პრემიერ-მინისტრი ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მივიდა, სადაც დაახლოებით შუადღისთვის საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.ღარიბაშვილის თქმით, მოისმინა ვახტანგ გომელაურისგან ვერსიები, თუმცა წინასწარ დასკვნების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.ცოტა ხნის წინ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომლის თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558958_140:0:1371:923_1920x0_80_0_0_70b497db1ac0ff54242ff1a2de2c11c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ბათუმში.
პრემიერ-მინისტრი ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მივიდა, სადაც დაახლოებით შუადღისთვის საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.
ღარიბაშვილის თქმით, მოისმინა ვახტანგ გომელაურისგან ვერსიები, თუმცა წინასწარ დასკვნების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
„ძალიან სამწუხარო ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანამდეა მოყოლილი. დაახლოებით სამასი მაშველი მუშობს ადგილზე, ყველა საშუალება აქვთ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ცოტა ხნის წინ მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომლის თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.