„10-15 ადამიანია მოყოლილი, ორთან პოლიცია სატელეფონო კონტაქტზეა“ – ვახტანგ გომელაური

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. მაშველები ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 10-15 ადამიანს ეძებენ, განუცხადა ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
„დღესვე გავემგზავრები ბათუმში და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“ – ირაკლი ღარიბაშვილი
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ადგილზე მინისტრი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა.

„რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული. ორი ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრებიან, მაგრამ ვერ გვეუბნებიან სად არიან. ასობით მაშველია ჩართული. ერთმანეთს ცვლიან“, – განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ასეთ დროს შეუძლებელია ბევრმა მაშველმა ერთდროულად იმუშაოს ნანგრევების გასუფთავებაზე, რადგან სიტუაცია შეიძლება ამან უფრო დააზიანოს.
მისი თქმით, გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

„იყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები“, – განაცხადა გომელაურმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ყველა ახალი ამბავი
0