https://sputnik-georgia.com/20211008/batumshi-gavemgzavrebi-irakli-garibashvili-260355485.html
„დღესვე გავემგზავრები ბათუმში და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„დღესვე გავემგზავრები ბათუმში და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“ – ირაკლი ღარიბაშვილი
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მიემგზავრება. ინფორმაციას პრემიერი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T14:39+0400
2021-10-08T14:39+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_0:14:1024:590_1920x0_80_0_0_7a991aca5901fc396ff2bb037f7b7219.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მიემგზავრება. ინფორმაციას პრემიერი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.როგორც ღარიბაშვილი წერს, ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური – როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები, და აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით.ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო.
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_107:0:1024:688_1920x0_80_0_0_13f463c69ce0fb2f3ff9b86889bd051b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი
„დღესვე გავემგზავრები ბათუმში და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“ – ირაკლი ღარიბაშვილი
14:39 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მიემგზავრება. ინფორმაციას პრემიერი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე
ავრცელებს. როგორც ღარიბაშვილი წერს, ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური – როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები, და აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით.
„ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო.