https://sputnik-georgia.com/20211008/batumsi-nangrevebidan-axalgazrda-mamakaci-amoiyvanes-260379696.html
კიდევ ერთი გადარჩენილი: ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს
კიდევ ერთი გადარჩენილი: ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს
Sputnik საქართველო
სამაშველო ოპერაცია ბათუმში დაახლოებით 11 საათია, მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-ზე მეტი პირია მოყოლილი, მათ შორის არიან... 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T23:03+0400
2021-10-08T23:03+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260378175_0:107:1280:827_1920x0_80_0_0_856a520b276183e82586e224b531fa0c.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 36 წლის მამაკაცი ამოიყვანეს.მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე მძიმე ტექნიკა.მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც მძიმე დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მანამდე კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.
https://sputnik-georgia.com/20211008/----------260379169.html
https://sputnik-georgia.com/20211008/ra-mdgomareobasia-nangrevebidan-amoyvanili-qali-260375907.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260378175_27:0:1163:852_1920x0_80_0_0_983e2136196c8a98d900ceb8e21b6faf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
კიდევ ერთი გადარჩენილი: ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს
23:03 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) სამაშველო ოპერაცია ბათუმში დაახლოებით 11 საათია, მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-ზე მეტი პირია მოყოლილი, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 36 წლის მამაკაცი ამოიყვანეს.
მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე მძიმე ტექნიკა.
მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც მძიმე დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მანამდე კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვია ამოყვანილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი. ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს იწვევდა.
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ამ დროისთვის სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები მწრივში ჩადგნენ და ნამსხვრევებს ერთმანეთს ხელებით აწვდიან, ეხმარებიან მაშველებს იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებაში, სადაც ტექნიკის მუშაობა არ შეიძლება.