https://sputnik-georgia.com/20211008/----------260379169.html
დავინახე, ზედა სართულები უკვე მოდიოდა – თვითმხილველი, რომელმაც გაქცევით უშველა თავს
დავინახე, ზედა სართულები უკვე მოდიოდა – თვითმხილველი, რომელმაც გაქცევით უშველა თავს
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც წამებში ასწრებს ნგრევის ადგილიდან გამოქცევას. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T22:55+0400
2021-10-08T22:55+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260377128_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_742f94ff9dc4247b33097380e1767d8b.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. შრიალის ხმა გავიგონე, დავინახე, რომ ზედა სართულები უკვე მოდიოდა. ამის შესახებ ბათუმში სახლის ჩამონგრევის თვითმხილველმა მურმან ქარცივაძემ „აჭარის ტელევიზიასთან" განაცხადა.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი.სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სახლის ჩამონგრევის კადრები, ასევე მამაკაცი, რომელიც წამებში ასწრებს ადგილიდან გამოქცევას. ეს მამაკაცი სწორედ მურმან ქარცივაძეა.68 წლის მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობს. მან შენიშნა, რომ ტროტუარზე კენჭები ცვიოდა. გადავიდა მანქანიდან და დაინახა, რომ შენობის პირველი სართულის კედლები დაბზარული იყო.„რამდენიმე წუთში ბათქაშიც ჩამოვარდა, მას მინების მსხვრევის ხმაც მოჰყვა. შრიალის ხმა რომ გავიგონე, ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ ზედა სართულები უკვე მოდიოდა და გამოვიქეცი“, – აცხადებს ქარცივაძე.მისი თქმით, დიდი ალბათობით, ნგრევა შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.მურმან ქარცივაძის ავტომობილი ნანგრევებში მოჰყვა, მის ავტომობილთან ერთად იქვე მდებარე ოთხი მანქანაც დაზიანდა.ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მანამდე კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე შენობის დატვირთვას იწვევდაშესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
https://sputnik-georgia.com/20211008/batumis-korpusis-ngrevis-video-260366580.html
https://sputnik-georgia.com/20211008/ra-mdgomareobasia-nangrevebidan-amoyvanili-qali-260375907.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260377128_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_1ef8408e00a7ed382618fafb111eaed6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
დავინახე, ზედა სართულები უკვე მოდიოდა – თვითმხილველი, რომელმაც გაქცევით უშველა თავს
22:55 08.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც წამებში ასწრებს ნგრევის ადგილიდან გამოქცევას.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. შრიალის ხმა გავიგონე, დავინახე, რომ ზედა სართულები უკვე მოდიოდა. ამის შესახებ ბათუმში სახლის ჩამონგრევის თვითმხილველმა მურმან ქარცივაძემ „
აჭარის ტელევიზიასთან" განაცხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო შუადღისას ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სახლის ჩამონგრევის კადრები, ასევე მამაკაცი, რომელიც წამებში ასწრებს ადგილიდან გამოქცევას. ეს მამაკაცი სწორედ მურმან ქარცივაძეა.
68 წლის მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობს. მან შენიშნა, რომ ტროტუარზე კენჭები ცვიოდა. გადავიდა მანქანიდან და დაინახა, რომ შენობის პირველი სართულის კედლები დაბზარული იყო.
„რამდენიმე წუთში ბათქაშიც ჩამოვარდა, მას მინების მსხვრევის ხმაც მოჰყვა. შრიალის ხმა რომ გავიგონე, ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ ზედა სართულები უკვე მოდიოდა და გამოვიქეცი“, – აცხადებს ქარცივაძე.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, ნგრევა შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
მურმან ქარცივაძის ავტომობილი ნანგრევებში მოჰყვა, მის ავტომობილთან ერთად იქვე მდებარე ოთხი მანქანაც დაზიანდა.
ცოტა ხნის წინ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მანამდე კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს, ასევე კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
ადგილობრივი მცხოვრებლების გაცხადებით, კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე შენობის დატვირთვას იწვევდა
შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.