„ზემო ლარსი“ დღეს: რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ტრაილერი დაგროვდა

© photo: Sputnik /  / გადასვლა მედიაბანკშიტრაილერები ლარსის გზაზე
ტრაილერები ლარსის გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
საქართველო ეძებს ალტერნატიულ მარშრუტებს მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთისა და შუა აზიისკენ მიმავალი ტრანზიტული გადამზიდავებისთვის
თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. სატვირთო მანქანების რიგი დგას საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსისკენ“ მიმავალ გზაზე, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
რამდენიმე ათასი ტრაილერი დგას საქართველოს მხარეს. რიგი იწყება სოფელ ბულაჩაურიდან - რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 130 კილომეტრში.
ამჯერად საცობის მიზეზი ამინდი არ ყოფილა. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთი გუშინ თოვლის გამო ჩაიკეტა. მაგრამ თითქმის სამ საათში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზა გაწმინდა და მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღადგინა.
საცობის წარმოქმნის მიზეზი განმარტეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. უწყებაში განაცხადეს, რომ საბაჟო პროცედურები ფერხდება „ლარსზე“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხარეს მიმდინარეობს.
„საქართველოს სამხედრო გზა“ - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გუდაური–კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემოსავლების სამსახურში აღნიშნეს, რომ რუსეთის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სრული დატვირთვით ამუშავდება.
„შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება. ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი.
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
2022 წლისთვის „ზემო ლარსის“ გამტარუნარიანობა 6,5-ჯერ გაიზრდება
გარდა ამისა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად მიმავალი გადამზიდავებისთვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0