გუდაური–კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

© photo: Sputnik / Stringer„საქართველოს სამხედრო გზა“
„საქართველოს სამხედრო გზა“ - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოძრაობა აღდგა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დაახლოებით 09:30 სთ-დან აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0