https://sputnik-georgia.com/20211007/sisxliani-banerebi-sareklamo-kompaniam-alma-parlaments-mimarta-260321057.html
სკანდალი „სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით: სარეკლამო კომპანიამ პარლამენტს მიმართა
სკანდალი „სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით: სარეკლამო კომპანიამ პარლამენტს მიმართა
Sputnik საქართველო
სიძულვილის შემცველი „სისხლიანი ბანერები“ წარწერით – „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!" ქუჩებში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოჩნდა. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T15:49+0400
2021-10-07T15:49+0400
2021-10-07T19:56+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260141888_0:143:3134:1906_1920x0_80_0_0_7c2752c096a2716ddcfc90bfb21a2fdd.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სარეკლამო კომპანია „ალმამ“ (Alma), რომლის კუთვნილ ბანერებზეც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ ე.წ. სისხლიანი ბანერები განთავსდა, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და კანონში „რეკლამის შესახებ“ დამატებების შეტანა მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ დღეს გაავრცელა.ინიციატივის თანახმად, გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება უნდა შეიზღუდოს.როგორც „ალმას“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის კუთვნილ გარე რეკლამის კონსტრუქციებზე სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო ბანერების გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან სამართლიანი და ობიექტური ხასიათის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.„ჩვენ მიერ პირველი წუთებიდანვე მრავალგზის იქნა აღნიშნული, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით და ყოველთვის გავემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პოლარიზაციას. კომპანია დამკვეთებისგან იღებს კონკრეტული შინაარსისა და ვიზუალის შემცველ სარეკლამო ბანერებს და ათავსებს მათ კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.როგორც სარეკლამო კომპანია „ალმაში“ ირწმუნებიან, სარეკლამო ბანერების განთავსებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს კომპანიამ დაუყოვნებლივ ჩამოხსნა „სისხლიანი ბანერები“ და არც ერთ შემთხვევაში აღარ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას.„იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ჩვენს, ვფიქრობთ, აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს“, – აცხადებენ „ალმაში“.სანამ პარლამენტი ინიციატივას განიხილავს, კომპანიამ ცალმხრივად გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისკენ მიმართული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარი უთხრას.„აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეკლამის დამკვეთის თუ დამკვეთების სამართლებრივად დასაბუთებული პრეტენზია შპს „ალმას“ მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება განაპირობოს სამართლებრივი პროცედურების დაწყება კომპანიის წინააღმდეგ, თუმცაღა ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია „ალმას“ განცხადებაში.„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!” – ამ წარწერებთან და „სისხლის ლაქებთან“ ერთად თბილისში, ქუთაისში, თელავსა და გორში პლაკატებზე გამოსახული იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ფოთის მერობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ასევე გუბაზ სანიკიძე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ხელმძღვანელი პირები ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე. ბანერების განთავსების იდეის ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძე აღმოჩნდა.
https://sputnik-georgia.com/20210930/sisxliani-banerebit-saxelmwifo-auditis-samsaxuri-dainteresda-260042488.html
https://sputnik-georgia.com/20210921/vin-aris-biznesmeni-romelmac-sisxliani-banerebi-daafinansa-259774257.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260141888_202:0:2933:2048_1920x0_80_0_0_f2e8be312f6168ff1925a8bb374c0818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
სკანდალი „სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით: სარეკლამო კომპანიამ პარლამენტს მიმართა
15:49 07.10.2021 (განახლებულია: 19:56 07.10.2021) სიძულვილის შემცველი „სისხლიანი ბანერები“ წარწერით – „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!" ქუჩებში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოჩნდა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სარეკლამო კომპანია „ალმამ“ (Alma), რომლის კუთვნილ ბანერებზეც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ ე.წ. სისხლიანი ბანერები განთავსდა, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და კანონში „რეკლამის შესახებ“ დამატებების შეტანა მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ დღეს გაავრცელა.
ინიციატივის თანახმად, გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება უნდა შეიზღუდოს.
როგორც „ალმას“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიის კუთვნილ გარე რეკლამის კონსტრუქციებზე სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო ბანერების გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან სამართლიანი და ობიექტური ხასიათის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

30 სექტემბერი 2021, 14:36
„ჩვენ მიერ პირველი წუთებიდანვე მრავალგზის იქნა აღნიშნული, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით და ყოველთვის გავემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პოლარიზაციას. კომპანია დამკვეთებისგან იღებს კონკრეტული შინაარსისა და ვიზუალის შემცველ სარეკლამო ბანერებს და ათავსებს მათ კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც სარეკლამო კომპანია „ალმაში“ ირწმუნებიან, სარეკლამო ბანერების განთავსებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს კომპანიამ დაუყოვნებლივ ჩამოხსნა „სისხლიანი ბანერები“ და არც ერთ შემთხვევაში აღარ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას.
„იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ჩვენს, ვფიქრობთ, აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს“, – აცხადებენ „ალმაში“.

21 სექტემბერი 2021, 16:39
სანამ პარლამენტი ინიციატივას განიხილავს, კომპანიამ ცალმხრივად გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისკენ მიმართული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარი უთხრას.
„აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეკლამის დამკვეთის თუ დამკვეთების სამართლებრივად დასაბუთებული პრეტენზია შპს „ალმას“ მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება განაპირობოს სამართლებრივი პროცედურების დაწყება კომპანიის წინააღმდეგ, თუმცაღა ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია „ალმას“ განცხადებაში.
„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!” – ამ წარწერებთან და „სისხლის ლაქებთან“ ერთად თბილისში, ქუთაისში, თელავსა და გორში პლაკატებზე გამოსახული იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ფოთის მერობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ასევე გუბაზ სანიკიძე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ხელმძღვანელი პირები ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე. ბანერების განთავსების იდეის ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძე აღმოჩნდა.