ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც „სისხლიანი ბანერები“ დააფინანსა

© photo: Sputnik / Stringer"სისხლიანი ბანერები"
სისხლიანი ბანერები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
თბილისში სარეკლამო ფარებზე განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული სკანდალი სულ უფრო მწვავდება.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ გაჩენა ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააფინანსა. ამის შესახებ „პირველ არხზე“ თავად ბიზნესმენმა ისაუბრა.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული.
ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. მათზე გამოსახული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
წინასაარჩევნო ბანერი მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
სისხლიანი ბანერების საქმე: დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კომპანია „ალმას“ წერილით მიმართა
გაბრიჩიძის თქმით, მას აქვს ამის დამადასტურებელი ქვითარი და ხელშეკრულება, დადებული კომპანიასთან, რომელიც გარე რეკლამის განთავსებითაა დაკავებული. ყოველივე კი მან გააკეთა იმიტომ, რომ მოსახლეობას ახსოვდეს „ნაცმოძრაობის მმართველობის სისხლიანი წლები“.

„ხალხს უნდა ახსოვდეს ნაცმოძრაობის სისხლიანი წლები, როგორ გასვარეს საქართველო სისხლში, როგორ ატერორეს ხალხი, წაართვეს ქონება, აწამეს, დააინვალიდეს ისინი“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

ბიზნესმენის თქმით, იგი არ ეკუთვნის რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას. ამასთან, გაბრიაძემ აღნიშნა, რომ იგი სიმპათიითაა განმსჭვალული ორგანიზაციისადმი „არა მიშას“, რომლის წევრებიც მისი მეგობრები არიან.
„ნურავის ექნება ილუზია, რომ ისინი ახლა მოვლენ ხელისუფლებაში და ყველაფერი სხვანაირად იქნება. ისინი მოვლენ და უარესს გააკეთებენ“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ბანერზე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გამოჩენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იმ ადამიანის ადგილი, რომელიც ღალატობს საკუთარ მეგობრებს, საკუთარ გუნდს და ეხმარება მოწინააღმდეგეებს, სწორედ ამ ბანერზეა.
ყველა ახალი ამბავი
0