https://sputnik-georgia.com/20211007/saakasvili-meore-tursi-gamarjveba-aucilebelia-qveynistvis-da-cemi-gatavisuflebistvis-260334078.html
სააკაშვილი: მეორე ტურში გამარჯვება აუცილებელია ქვეყნისთვის და ჩემი გათავისუფლებისთვის
სააკაშვილი: მეორე ტურში გამარჯვება აუცილებელია ქვეყნისთვის და ჩემი გათავისუფლებისთვის
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T20:30+0400
2021-10-07T20:30+0400
2021-10-08T11:17+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/01/251625281_0:0:2809:1580_1920x0_80_0_0_131b6f0ecb7cf5c49656b5c0d9335dc5.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ჩვენი გამარჯვება ჩემი გათავისუფლებისთვისაცაა მნიშვნელოვანი, აცხადებს რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შიმშილობას აგრძელებს, საპატიმროში დღეს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეარხ „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოინახულა, რომელმაც ექს-პრეზიდენტის მიმართვა საჯაროდ წაიკითხა.„ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმებში გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს, რომელიც თბილისის გარდა კიდევ 19 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს და რომელშიც ძირითადი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არიან.სააკაშვილის მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციამ უნდა მოიგოს არჩევნების მეორე ტური თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ხაშურში, წალენჯიხაში, სენაკში, ფოთში, წყალტუბოში, მარტვილში და ყველა სხვა ადგილზე და უნდა გაიმარჯვონ არა მხოლოდ მერებმა, არამედ მეორე ტურში გასულმა მაჟორიტარებმაც.„უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას, ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის“, – აღნიშნულია მიმართვაში.სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ის ყოველწუთიერად გრძნობს სატუსაღოში მომხრეების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად უზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანია, სასამართლოც კი არ ჩანიშნეს.გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტი მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, არ დაუჯერონ ჭორებს, რომლებსაც „სუსი ავრცელებს“.საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
https://sputnik-georgia.com/20211007/nacmozraoba-saakasvilis-mxardasawerad-tbilissi-masstabur-aqcias-aanonsebs-260332742.html
https://sputnik-georgia.com/20211007/gvaramia-saakasvilis-yvelafers-moklebulia-mat-soris-wignebs-260332480.html
https://sputnik-georgia.com/20211007/saakasvilis-advokatebi-sasamartlo-procesis-danisvnas-moitxoven-260325391.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/01/251625281_80:0:2809:2047_1920x0_80_0_0_23b458204f78d20f992c1b529c6fb4e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილი: მეორე ტურში გამარჯვება აუცილებელია ქვეყნისთვის და ჩემი გათავისუფლებისთვის
20:30 07.10.2021 (განახლებულია: 11:17 08.10.2021) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ჩვენი გამარჯვება ჩემი გათავისუფლებისთვისაცაა მნიშვნელოვანი, აცხადებს რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შიმშილობას აგრძელებს, საპატიმროში დღეს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეარხ „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოინახულა, რომელმაც ექს-პრეზიდენტის მიმართვა საჯაროდ წაიკითხა.
„ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმებში გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს, რომელიც თბილისის გარდა კიდევ 19 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს და რომელშიც ძირითადი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არიან.
„არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და პირველ ტურში გამარჯვებულ ყველა ჩვენს კანდიდატს“, – ნათქვამია მიმართვაში.
სააკაშვილის მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციამ უნდა მოიგოს არჩევნების მეორე ტური თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ხაშურში, წალენჯიხაში, სენაკში, ფოთში, წყალტუბოში, მარტვილში და ყველა სხვა ადგილზე და უნდა გაიმარჯვონ არა მხოლოდ მერებმა, არამედ მეორე ტურში გასულმა მაჟორიტარებმაც.
„უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას, ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის“, – აღნიშნულია მიმართვაში.
სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ის ყოველწუთიერად გრძნობს სატუსაღოში მომხრეების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად უზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანია, სასამართლოც კი არ ჩანიშნეს.
„ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე არ დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამ ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც არ მინახავს. მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე“, – ნათქვამია მიმართვაში.
გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტი მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, არ დაუჯერონ ჭორებს, რომლებსაც „სუსი ავრცელებს“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.