https://sputnik-georgia.com/20211007/nacmozraoba-saakasvilis-mxardasawerad-tbilissi-masstabur-aqcias-aanonsebs-260332742.html
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციების გამართვის თარიღზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ მსჯელობს. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T19:37+0400
2021-10-07T19:37+0400
2021-10-07T19:37+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222911_0:120:1281:840_1920x0_80_0_0_849f0a93547280df96a6053b46fee1bf.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გამართავს, განაცხადა პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული, მაგრამ მცირერიცხოვანი აქციები იმართება.უდუმაშვილის თქმით, გადაწყვეტილება დედაქალაქში ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარების თაობაზე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.აქციის თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება. ზაალ უდუმაშვილის ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციების გამართვას „ნაცმოძრაობა“ რეგიონებშიც გეგმავს.„დღეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, მთელი საზოგადოება შესულია მნიშვნელოვან პროცესებში. ამ პროცესის ორი მიმართულება არის. ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ის გამარჯვება, რომელიც ხელში გვიჭირავს, ბოლომდე მივიყვანოთ და საბოლოოდ დავამარცხოთ ამ არჩევნებში„ ქართული ოცნება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, აგრეთვე გაგრძელდება აქციები რუსთავის ციხესთან და სხვა ლოკაციებზე, რომლებიც სპონტანურად იგეგმება სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
https://sputnik-georgia.com/20211007/gvaramia-saakasvilis-yvelafers-moklebulia-mat-soris-wignebs-260332480.html
https://sputnik-georgia.com/20211007/saakasvilis-advokatebi-sasamartlo-procesis-danisvnas-moitxoven-260325391.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222911_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_551fea7f309a13ae74f39438478a0741.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციების გამართვის თარიღზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ მსჯელობს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში ფართომასშტაბიან აქციას გამართავს, განაცხადა პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული, მაგრამ მცირერიცხოვანი აქციები იმართება.
უდუმაშვილის თქმით, გადაწყვეტილება დედაქალაქში ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარების თაობაზე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
აქციის თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება. ზაალ უდუმაშვილის ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციების გამართვას „ნაცმოძრაობა“ რეგიონებშიც გეგმავს.
„დღეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, მთელი საზოგადოება შესულია მნიშვნელოვან პროცესებში. ამ პროცესის ორი მიმართულება არის. ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ის გამარჯვება, რომელიც ხელში გვიჭირავს, ბოლომდე მივიყვანოთ და საბოლოოდ დავამარცხოთ ამ არჩევნებში„ ქართული ოცნება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, აგრეთვე გაგრძელდება აქციები რუსთავის ციხესთან და სხვა ლოკაციებზე, რომლებიც სპონტანურად იგეგმება სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.