პრემიერი გადადგომას აპირებს? მასმედია მთავრობაში ცვლილებებზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
პრემიერის სავარძელი შეიძლება ირაკლი ქარსელაძემ დაიკავოს, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია, ვარაუდობენ მასმედიაში.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება გადადგეს, იუწყება ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველი“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილი თანამდებობას კიდევ ერთხელ შეიძლება რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნების ჩავარდნის გამო დაემშვიდობოს.
არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, მერების არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილი შეიძლება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლოს, რადგან ის ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო პირია.
ღარიბაშვილი – დოსიე
ღარიბაშვილმა პრემიერის სავარძელი პირველად 8 წლის წინ დაიკავა. მაშინ, 2013 წელს ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა, ასევე ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური იყო ევროპაში. ღარიბაშვილი მაშინ 31 წლისა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
რატომ დაბრუნდა სააკაშვილი სამშობლოში? – ღარიბაშვილის ღია წერილი
ღარიბაშვილი 2013 წელს პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა. მათ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
ამჟამინდელი პრემიერი მაშინაც არ მალავდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ივანიშვილს და საჯაროდ აცხადებდა, რომ საკვანძო საკითხებზე ჩრდილში გამდგარი ივანიშვილისგან იღებდა რჩევებს.
მეცენატი და მილიარდერი ივანიშვილი ღარიბაშვილმა სულ ახალგაზრდამ გაიცნო. 23 წლისა უკვე ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ მუდამ მის გვერდით იდგა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ღარიბაშვილის მესამე ვაჟის ნათლიაა.
გახარია სჭირდება, ღარიბაშვილს კი ენდობა – ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი>>
2015 წლის დეკემბრის ბოლოს ყველასთვის მოულოდნელად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებდა. სამომავლო გეგმებზე კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ჯერ უნდა დაისვენოს. მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ღარიბაშვილი ნაკლებად ითვალისწინებდა მის რჩევებს.
ღარიბაშვილი პოლიტიკური არენიდან რამდენიმე წლით გაუჩინარდა, მაგრამ 2019 წლის მარტში მმართველ პარტიაში დაბრუნდა, რათა თანამოაზრეებს „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული მომხრეების დაბრუნებაში დახმარებოდა.
ღარიბაშვილმა მეორედ პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიკავა, მას შემდეგ, რაც თანამდებობა გიორგი გახარიამ დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0