მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რატომ არ იცავს ვაქცინა ყველას: გამოქვეყნდა ახალი მეცნიერული კვლევის შედეგი

© AP Photo / John Locherვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
მკვლევარების თქმით, თითოეული ადამიანის იმუნური სისტემა ისევე უნიკალურია, როგორც თითების ანაბეჭდი.
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. ნიდერლანდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ გადააქვთ ადამიანებს ერთი და იგივე ინფექცია სხვადასხვანაირად და ასევე ისიც, თუ რატომ არ იცავს ვაქცინა ინფიცირებისგან ყველას, ნათქვამია ჟურნალ Cell Systems-ში გამოქვეყნებული სტატიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროფესორ ალბერტ ჰეკის ხელმძღვანელობით დაახლოებით 100 ადამიანს გაუზომეს ანტისხეულების პროფილი, მათ შორის, კორონავირუსით ინფიცირებულებს და ასევე COVID-19-ზე სხვადასხვა ვაქცინებით აცრილებს.
ტესტი COVID - 19-ზე  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გაქვთ თუ არა COVID-19: მარტივი ტესტი ოთხ არომატზე
აღმოჩნდა, რომ ანტისხეულების ნაკრები და მათი კონცენტრაცია თითოეულ ადამიანს უნიკალური სახით ეცვლება ავადმყოფობის დროს თუ აცრის შემდეგ. უფრო მეტიც, ორ ადამიანსაც კი, რომლებსაც ერთსა და იმავე დროს შეუყვანეს ერთი და იგივე ვაქცინა, ანტისხეულების სრულიად განსხვავებული პროფილი ჩამოუყალიბდათ.

„იმუნური სისტემა ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ანტისხეულებზე ჩვენმა ტესტებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციაზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ზოგი ადამიანის ორგანიზმი ძალიან ეფექტურ იმუნურ პასუხს აყალიბებს, ზოგისას კი ეს არ გამოსდის“, − წერენ სამეცნიერო სტატიის ავტორები.

სწავლულებმა აქამდე არ იცოდნენ, ერთდროულად რამდენი სხვადასხვა ანტისხეული შეიძლება არსებობდეს ადამიანის სისხლში. მათი ვარაუდით, ეს რამდენიმე მილიარდი უნდა ყოფილიყო. კვლევის ავტორებმა კი გაარკვიეს, რომ ადამიანთა უმეტესობას − ჯანმრთელებსა თუ ავადმყოფებს დროის ყოველ კონკრეტულ მომენტში სისხლში რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე სხვადასხვა ანტისხეული შეიძლება ჰქონდეთ მაღალ კონცენტრაციაში. ამასთან თითოეული ადამიანის ანსხეულების პროფილი აბსოლუტურად უნიკალურია − ზუსტად ისე, როგორც თითების ანაბეჭდი.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტები, რომ:
კორონავირუსით ინფიცირებული ზოგი ადამიანი იღუპება, ხოლო სხვებს დაავადება იოლი ფორმით გადააქვთ;
ზოგი ადამიანი განმეორებით ავადდება COVID-19-ით, ან ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ მაინც ავადდება.
სწავლულთა თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების დაბალი დონე იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ვაქცინა არაეფექტურია, არამედ იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის იმუნური სისტემა ვაქცინაზე უფრო ცუდად რეაგირებს, ვიდრე სხვა ადამიანისა. ამავე მიზეზით ხდება ისიც, რომ ზოგ ადამიანს ანტისხეულების დონე რაღაც დროში მნიშვნელოვნად უქვეითდება და ისევ მოწყვლადი ხდება ვირუსის მიმართ.
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
აღმოჩენილია ანტისხეული, რომელიც ადამიანს კორონავირუსის ყველა შტამისგან იცავს
გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვაქცინაციის შედეგად ანტისხეულები საერთოდ არ გამოუმუშავდება 100-დან ერთ ადამიანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსი ქვეყნის ზრადსრული მოსახლეობის სრულად ვაქცინირების შემთხვევაშიც კი ნახევარი მილიონი ადამიანი მაინც ვერ იქნება დაცული ინფექციებისგან და ეს მათ არც კი ეცოდინებათ.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაიწყოს ანტისხეულებზე მასობრივი ტესტირება.
ყველა ახალი ამბავი
0