Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გაქვთ თუ არა COVID-19: მარტივი ტესტი ოთხ არომატზე

© AP Photo / Kay Nietfeldტესტი COVID - 19-ზე
ტესტი COVID - 19-ზე  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. სხვადასხვა სუნის აღქმის დარღვევა კვლავაც მიიჩნევა კორონავირუსის ერთ-ერთ ძირითად სიმპტომად და ეს უნდა იყოს ინფიცირებაზე ტესტის გაკეთების მიზეზი, წერს გამოცემა Express-ი პროფესორ ტიმ სპექტორის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.
კვლევითი ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
„დელტა“ სხვაგვარად მუშაობს: დასახელდა ახალი ვარიანტის ძირითადი სიმპტომები
COVID-19-ის სიმპტომების კვლევამ აჩვენა, რომ ყნოსვის დაკარგვა − ანოსმია − ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანი და „საუკეთესო პრედიქტორია“ პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე.
თუმცა, როგორც მკვლევარები ამბობენ, ისეც ხდება, რომ ყოველდღიური საქმეებითა და პრობლემებით დაკავებული ადამიანები ზოგჯერ ვერ ამჩნევენ ამ ცვლილებას. ამიტომ სწავლულებმა რამდენიმე არომატი გამოყვეს, რომლებიც ყნოსვის მდგომარეობის დადგენაში დაგვეხმარება.
ეს არომატებია:
ყავის სუნი
ნივრის სუნი
ქოქოსის სუნი
ფორთოხლის სუნი.

„თუ ამ ინგრედიენტებიდან თუნდაც ერთის სუნს ვერ გრძნობთ, კარგი იქნება, თუ COVID-19-ზე ტესტს გაიკეთებთ. თუ სწრაფი ტესტი დადებითი აღმოჩნდება, თვითიზოლაციაში უნდა გადახვიდეთ და PCR–ტესტი შეუკვეთოთ“, − ამბობენ მკვლევარები.

ამავდროულად მეცნიერები განმარტავენ, რომ ადამიანი შესაძლოა მაშინაც კი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული, თუ ყნოსვა სრულიად ნორმალური აქვს.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
დასახელდა COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულებში შეინიშნება
კორონავირუსით ინფიცირების სხვა ნიშნებია: დაღლილობა, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველება.
ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, ვაქცინირებულ, მაგრამ მაინც ინფიცირებულ ადამიანებში დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: თავის ტკივილი, სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი და ყნოსვის დაქვეითება.
კორონავირუსის „ინდური“ შტამი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
კორონავირუსის „ინდური" შტამი: სიმპტომები
ყველა ახალი ამბავი
0