https://sputnik-georgia.com/20210729/delta-Stamis-simptomatika-252455423.html
„დელტა“ სხვაგვარად მუშაობს: დასახელდა ახალი ვარიანტის ძირითადი სიმპტომები
„დელტა“ სხვაგვარად მუშაობს: დასახელდა ახალი ვარიანტის ძირითადი სიმპტომები
Sputnik საქართველო
კორონავირუსის „დელტა“ შტამს, გარდა იმისა, რომ წინამორბედ ვარიანტებზე უფრო გადამდებია, სიმპტომებიც განსხვავებული აქვს. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T17:17+0400
2021-07-29T17:17+0400
2023-07-20T15:43+0400
ექიმის რჩევები
ახალი ამბები
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875240_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_ca9f2456394a5466ab87b8ceb6468abe.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (PHE) განცხადებით, ახლა კორონავირუსით ინფიცირების ყოველი ათი შემთხვევიდან ცხრა „დელტა“ ვარიანტს განეკუთვნება, წერს გამოცემა Express-ი.PHE-ს მონაცემებით, „დელტას“, რომელიც უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე დომინანტი „ალფა“ შტამი იყო, COVID-19-ის კლასიკური ნიშნების გარდა, სხვა სომპტომებიც ახასიათებს.როგორც პროფესორი ტიმ სპექტორი ამბობს, „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევაში ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნიშნები — სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველება, ყნოსვისა თუ გემოს დაკარგვა შეიძლება არც აღენიშნებოდეს.გარდა ამისა, ექიმების განმარტებით, „დელტა“ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის აშლილობითაც გამოვლინდეს — მუცლის ტკივილის, პირღებინებისა და ფაღარათის სახით.როგორ დავიცვათ ბავშვები „დელტა“ შტამისგან: უმაღლესი კატეგორიის პედიატრის რჩევა>>მანამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება „დელტა“ შტამის გადამდები მაინც იყვნენ. როგორც CDC-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ „დელტა“ ვარიანტი თავისი წინამორბედი შტამებისგან „სრულიად განსხვავებულად“ იქცევა.
https://sputnik-georgia.com/20210728/vaqcinirebulebs-delta-Stamis-gadaeba-SeuZliaT-252440376.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875240_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_dab3b0dea429b6bf321667b061a8833f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, ახალი ამბები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ექიმის რჩევები, ახალი ამბები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
„დელტა“ სხვაგვარად მუშაობს: დასახელდა ახალი ვარიანტის ძირითადი სიმპტომები
17:17 29.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) კორონავირუსის „დელტა“ შტამს, გარდა იმისა, რომ წინამორბედ ვარიანტებზე უფრო გადამდებია, სიმპტომებიც განსხვავებული აქვს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (PHE) განცხადებით, ახლა კორონავირუსით ინფიცირების ყოველი ათი შემთხვევიდან ცხრა „დელტა“ ვარიანტს განეკუთვნება, წერს გამოცემა
Express-ი. PHE-ს მონაცემებით, „დელტას“, რომელიც უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე დომინანტი „ალფა“ შტამი იყო, COVID-19-ის კლასიკური ნიშნების გარდა, სხვა სომპტომებიც ახასიათებს.
როგორც პროფესორი ტიმ სპექტორი ამბობს, „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევაში ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნიშნები — სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველება, ყნოსვისა თუ გემოს დაკარგვა შეიძლება არც აღენიშნებოდეს.
„ახალი შტამი, როგორც ჩანს, ცოტა სხვაგვარად მუშაობს. ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სეზონური გრიპის რომელიმე სახესხვაობა აქვს“, — ამბობს ის.
- PHE-ს სპეციალისტების თქმით, „დელტას“ სამი ძირითადი სიმპტომია:
- თავის ტკივილი;
- ყელის ტკივილი;
- სურდო.
გარდა ამისა, ექიმების განმარტებით, „დელტა“ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის აშლილობითაც გამოვლინდეს — მუცლის ტკივილის, პირღებინებისა და ფაღარათის სახით.
მანამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება „დელტა“ შტამის გადამდები მაინც იყვნენ. როგორც CDC-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ „დელტა“ ვარიანტი თავისი წინამორბედი შტამებისგან „სრულიად განსხვავებულად“ იქცევა.