https://sputnik-georgia.com/20210728/rogor-davicvaT-bavSvebi-koronavirusis-delta-Stamisgan-komarovski-252445671.html
როგორ დავიცვათ ბავშვები „დელტა“ შტამისგან: უმაღლესი კატეგორიის პედიატრის რჩევა
როგორ დავიცვათ ბავშვები „დელტა“ შტამისგან: უმაღლესი კატეგორიის პედიატრის რჩევა
Sputnik საქართველო
პედიატრი კომაროვსკი მშობლებს განუმარტავს, როგორ უნდა დაიცვან ბავშვები კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 5 წლამდე ასაკის პატარებისთვის... 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T16:42+0400
2021-07-28T16:42+0400
2021-07-28T16:17+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074047_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_0f8d9b9555d026b8dc9902a3e2ac8729.jpg
თბილისი, 28 ივლისი —Sputnik. მშობლებმა ბავშვების კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან დასაცავად ისეთივე ზომები უნდა მიიღონ, როგორსაც ზრდასრულების შემთხვევაში მიმართავენ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.მისი თქმით, ბავშვების კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს, თუმცა გვაქვს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც ინფიცირების შანსებს ამცირებს.კერძოდ, პირველ რიგში საუბარია კარგად განიავებულ ოთახებზე.კომაროვსკის თქმით, ბვშვმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იკონტაქტოს უცნობ ადამიანებთან, ხოლო „სრულ ჭკუაზე მყოფი დედა“ პატარასთან ერთად არ უნდა წავიდეს ხალხმრავალ ადგილებში, ბაზარსა თუ სუპერმარკეტში.როგორც ექიმი განმარტავს, კონკრეტულად „დელტა“ ვარიანტის თავისებურება ისაა, რომ ის „დაავადებას მცირე დამაინფიცირებელი დოზით იწვევს. თუმცა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დელტა“ უფრო რთულ ფორმას იწვევს ბავშვებში, არ არსებობს“.მიუხედავად ამისა, პედიატრი მოუწიდებს მშობლებს, არ დაივიწყონ, რომ დაავადების სიმძიმე ყოველთვის უკავშირდება დამაინფიცირებელ დოზას.მანამდე ევგენი კომაროვსკიმ განაცხადა, რომ საკმაოდ ფეხმოკიდებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავაქცინო პრეპარატები უნაყოფობას იწვევს, „სისულელეა და მანიპულაცია“.
https://sputnik-georgia.com/20210720/iwvevs-Tu-ara-koronavirusis-vaqcina-unayofobas-252373108.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074047_159:0:1800:1231_1920x0_80_0_0_01e954056ab47749dd1cd3f27fb1a555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
როგორ დავიცვათ ბავშვები „დელტა“ შტამისგან: უმაღლესი კატეგორიის პედიატრის რჩევა
პედიატრი კომაროვსკი მშობლებს განუმარტავს, როგორ უნდა დაიცვან ბავშვები კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 5 წლამდე ასაკის პატარებისთვის პირბადეების ტარება კატეგორიულად მიუღებელია
თბილისი, 28 ივლისი —Sputnik. მშობლებმა ბავშვების კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან დასაცავად ისეთივე ზომები უნდა მიიღონ, როგორსაც ზრდასრულების შემთხვევაში მიმართავენ,
აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, ბავშვების კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს, თუმცა გვაქვს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც ინფიცირების შანსებს ამცირებს.
კერძოდ, პირველ რიგში საუბარია კარგად განიავებულ ოთახებზე.
„თუ იმ შენობის ვენტილაციის ხარისხში მცირე ეჭვი მაინც გეპარებათ, სადაც ბავშვის წაყვანას აპირებთ, სჯობს საერთოდ არ წახვიდეთ იქ. გამომდინარე იქიდან, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პირბადეების ტარება, ჩვენი მუდმივი საუბრები დამაინფიცირებელ დოზაზე, ორპირ ქარზე, სუფთა ჰაერსა და კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანაზე, მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია“, — წერს ექიმი.
კომაროვსკის თქმით, ბვშვმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იკონტაქტოს უცნობ ადამიანებთან, ხოლო „სრულ ჭკუაზე მყოფი დედა“ პატარასთან ერთად არ უნდა წავიდეს ხალხმრავალ ადგილებში, ბაზარსა თუ სუპერმარკეტში.
როგორც ექიმი განმარტავს, კონკრეტულად „დელტა“ ვარიანტის თავისებურება ისაა, რომ ის „დაავადებას მცირე დამაინფიცირებელი დოზით იწვევს. თუმცა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დელტა“ უფრო რთულ ფორმას იწვევს ბავშვებში, არ არსებობს“.
მიუხედავად ამისა, პედიატრი მოუწიდებს მშობლებს, არ დაივიწყონ, რომ დაავადების სიმძიმე ყოველთვის უკავშირდება დამაინფიცირებელ დოზას.
- „გამოდის, რომ თეორიულად „დელტა“ კორონავირუსს შეუძლია დაავადების ბევრად მძიმე ფორმის გამოწვევა უბრალოდ იმის გამო, რომ ინფიცირებისთვის ნაკლები ვირუსული ნაწილაკები ესაჭიროება“, — ამბობს ექიმი.
მანამდე ევგენი კომაროვსკიმ განაცხადა, რომ საკმაოდ ფეხმოკიდებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავაქცინო პრეპარატები უნაყოფობას იწვევს, „სისულელეა და მანიპულაცია“.