https://sputnik-georgia.com/20210728/vaqcinirebulebs-delta-Stamis-gadaeba-SeuZliaT-252440376.html
იშვიათად, მაგრამ მაინც: ვაქცინირებულებს „დელტა“ შტამის გადადება შეუძლიათ
იშვიათად, მაგრამ მაინც: ვაქცინირებულებს „დელტა“ შტამის გადადება შეუძლიათ
Sputnik საქართველო
როგორც CDC-ში აცხადებენ, „დელტა“ ვარიანტი თავისი წინამორბედი შტამებისგან „სრულიად განსხვავებულად“ იქცევა. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T08:29+0400
2021-07-28T08:29+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252045278_0:308:3089:2047_1920x0_80_0_0_ab21596f350411434f4c32aa0da19aa7.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება „დელტა“ შტამის გადამდები მაინც იყვნენ, იუწყება USA Today აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) ხელმძღვანელზე როშელ ვალენსკიზე დაყრდნობით.როგორც CDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ „დელტა“ ვარიანტი თავისი წინამორბედი შტამებისგან „სრულიად განსხვავებულად“ იქცევა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს და შეერთებულ შტატებში რეკომენდაციების განახლებას მოითხოვს. ეს რეკომენდაციები, სხვა ზომებთან ერთად, ასევე გულისხმობს პირბადის სავალდებულო ტარებას შენობებში, მათ შორის სკოლებში, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის. ამასთან ვალენსკიმ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აცრა COVID-19-ის მძიმედ მიმდინარეობის, ჰოსპიტალიზაციისა და პაციენტის სიკვდილის თავიდან აცილების საშუალებაა.მანამდე, 21 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „დელტა“ შეიძლება დომინანტი შტამი გახდეს მსოფლიოში. ამ დროისათვის კორონავირუსის ეს ვარიანტი 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
https://sputnik-georgia.com/20210721/gebreiesusi-gaCndeba-axali-Stami-dayvelaferi-Tavidan-daiwyeba-252375961.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252045278_360:0:3089:2047_1920x0_80_0_0_9f615194e242681bc74d56109a49db41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
იშვიათად, მაგრამ მაინც: ვაქცინირებულებს „დელტა“ შტამის გადადება შეუძლიათ
08:29 28.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) როგორც CDC-ში აცხადებენ, „დელტა“ ვარიანტი თავისი წინამორბედი შტამებისგან „სრულიად განსხვავებულად“ იქცევა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება „დელტა“ შტამის გადამდები მაინც იყვნენ, იუწყება
USA Today აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) ხელმძღვანელზე როშელ ვალენსკიზე დაყრდნობით.
როგორც CDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ „დელტა“ ვარიანტი თავისი წინამორბედი შტამებისგან „სრულიად განსხვავებულად“ იქცევა.
„დელტა“ ვარიანტის შესახებ რამდენიმე შტატიდან და სხვა ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ამ ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ვირუსის გადამდებები და გამავრცელებლები იყვნენ“, — განმარტა ვალენსკიმ.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს და შეერთებულ შტატებში რეკომენდაციების განახლებას მოითხოვს. ეს რეკომენდაციები, სხვა ზომებთან ერთად, ასევე გულისხმობს პირბადის სავალდებულო ტარებას შენობებში, მათ შორის სკოლებში, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის.
ამასთან ვალენსკიმ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აცრა COVID-19-ის მძიმედ მიმდინარეობის, ჰოსპიტალიზაციისა და პაციენტის სიკვდილის თავიდან აცილების საშუალებაა.
მანამდე, 21 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „დელტა“ შეიძლება დომინანტი შტამი გახდეს მსოფლიოში. ამ დროისათვის კორონავირუსის ეს ვარიანტი 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.