აღმოჩენილია ანტისხეული, რომელიც ადამიანს კორონავირუსის ყველა შტამისგან იცავს

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
ამერიკელი მეცნიერების კვლევით გაირკვა, რომ აღმოჩენილ ანტისხეულს შეუძლია ებრძოლოს კორონავირუსის ყველა გავრცელებულ ვარიანტს და ასევე იშვიათ მუტაციებსაც.
თბილისი, 24 აგვისტო − Sputnik. აღმოჩენილია ანტისხეული, რომელსაც კორონავირუსის ყველა ცნობილი მუტაციის ნეიტრალიზება შეუძლია, ნათქვამია კვლევაში, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებს ეკუთვნით.
კვლევა უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გაინტერესებთ, გადაიტანეთ თუ არა COVID-19? დაიხედეთ ფრჩხილებზე
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა 43 ნიმუში შეისწავლეს და გააანალიზეს – რამდენად აღკვეთენ ისინი SARS-CoV-2-ის საწყისი ვარიანტით ინფიცირებას პეტრის ფინჯანში. ამის შემდეგ ცხრა ყველაზე ძლიერი გამანეიტრალებელი ნაწილაკი მღრღნელებზე გამოსცადეს და მათგან ყველაზე ეფექტური შეარჩიეს.
გაირკვა, რომ ანტისხეულ SARS2-38-ს შეუძლია ებრძოლოს კორონავირუსის ყველა გავრცელებულ ვარიანტს: „ალფას“, „ბეტას“, „გამას“, „დელტას“, „კაპასა“ და „იოტას“, ასევე იშვიათ მუტაციებსაც.
მეცნიერთა თქმით, SARS2-38 უერთდება ვირუსის მომჭიდებელი ცილის იმ ნაწილს, რომელიც უცვლელი რჩება. გამოვლენილი ანტისხეულის უნიკალურ თავისებურებათა შორისაა ნეიტრალიზაციის მაღალი უნარი დაბალი კონცენტრაციისას და ასევე ინფექციის აღმძვრელის ყველა ვარიანტზე ზემოქმედება.
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
„მოდერნა“ თუ „ფაიზერი“: დადგინდა, რომელია „დელტას“ წინააღმდეგ უფრო ეფექტური ვაქცინა
მანამდე ბარსელონის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ კორონავირუს SARS-Cov-2-ის ანტისხეულების რაოდენობა სტაბილური რჩება ან იმატებს კიდეც დაავადებიდან შვიდი თვის განმავლობაში.
კვლევაში 578 კაცი მონაწილეობდა, რომლებსაც COVID-19 უსიმპტომოდ ან იოლი ფორმით ჰქონდათ გადატანილი. მათ მთელი შვიდი თვის განმავლობაში უღებდნენ სისხლს და ანტისხეულების დონესა და ტიპს ამოწმებდნენ SARS-CoV-2-ის ექვსი სხვადასხვა ანტიგენის მიმართ, ასევე ანტისხეულების არსებობას ოთხი კორონავირუსის მიმართ.
სამეცნიერო ლაბორატორია  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
კიდევ ერთი სახიფათო შტამი: „იოტა“ ლეტალობას თითქმის ორჯერ ზრდის – მეცნიერთა დასკვნა
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულები სტაბილური რჩებოდა ასაკისა და სქესის მიუხედავად.

„სუპერკორონავირუსი“

ციურიხელმა იმუნოლოგმა საი რედიმ განაცხადა, რომ მომავალ წელს მსოფლიშო კორონავირუსის უფრო საშიში ვარიანტი გაჩნდება.
მისი თქმით, პანდემიის მომდევნო ფაზაში „ბეტა“ და „გამა“ შტამები კიდევ უფრო გადამდები გახდება, ხოლო „დელტა“ იმუნიტეტისთვის გვერდის ავლას ისწავლის. რედის აზრით, ამ მუტაციების გაჩენა გარდაუვალია.
  • „COVID-22 შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს“− თქვა მეცნიერმა გაზეთ Blickთან ინტერვიუში.
იმუნოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის ამოცნობა შეძლებისდაგვარად ადრე მოხერხდეს, რათა ვაქცინების მწარმოებლებმა პრეპარატების სწრაფად ადაპტირება შეძლონ.
ყველა ახალი ამბავი
0