https://sputnik-georgia.com/20211006/qutaisis-aeroportsi-mgzavrtnakadi-48-procemtit-ardga-260289087.html
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით აღდგა
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით აღდგა
Sputnik საქართველო
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ლოუკოსტერის თვითმფრინავებით რეისები 11 ქვეყანაში 20 მიმართულებით ხორციელდება. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T18:24+0400
2021-10-06T18:24+0400
2021-10-06T22:09+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111381_0:23:1300:754_1920x0_80_0_0_73bf752093a091382e7eb7212806d063.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, პანდემიის პირობებში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ინფორმაციით, აეროპორტმა სექტემბერში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის 48%-ის აღდგენა მოახერხა. კერძოდ, სექტემბრის განმავლობაში აეროპორტი მოემსახურა 43.926 მგზავრს. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ამავე პერიოდში 91 ათასზე მეტს შეადგენდა.ასევე დადებითი დინამიკა შეინიშნება რეისების აღდგენის კუთხითაც. სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რეისების 64% აღდგა – აეროპორტი მოემსახურა 192 რეისს ( 2019 წ. სექტემბერი - 302 რეისი).საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამჟამად ქუთაისის საჰაერო პორტი ემსახურება სამ ავიაკომპანიას, რომლებიც 11 ქვეყანაში 20 მიმართულებით ოპერირებენ, მათ შორის ყაზახეთის ოთხი და ევროპის 15 მიმართულებით.სექტემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 163 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან კი Wizz Air ქუთაისიდან ბარსელონის მიმართულებით აღადგენს პირდაპირ ფრენებს.ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. ამჟამად ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა. საქართველო თავის ბაზარზე იბრუნებს საერთაშორისო ავიაკომპანიებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული იყვნენ ფრენები შეეწყვიტათ.
https://sputnik-georgia.com/20210928/qutaisidan-krakovis-mimartulebit-frenebi-ganaxlda-259958777.html
https://sputnik-georgia.com/20210923/qutaisidan-frenebi-otxi-mimartulebit-emateba-259833799.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111381_132:0:1168:777_1920x0_80_0_0_3a979ea12fcfae9778d8ab144b31f3c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით აღდგა
18:24 06.10.2021 (განახლებულია: 22:09 06.10.2021) ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ლოუკოსტერის თვითმფრინავებით რეისები 11 ქვეყანაში 20 მიმართულებით ხორციელდება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, პანდემიის პირობებში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, აეროპორტმა სექტემბერში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის 48%-ის აღდგენა მოახერხა. კერძოდ, სექტემბრის განმავლობაში აეროპორტი მოემსახურა 43.926 მგზავრს. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ამავე პერიოდში 91 ათასზე მეტს შეადგენდა.
ასევე დადებითი დინამიკა შეინიშნება რეისების აღდგენის კუთხითაც. სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რეისების 64% აღდგა – აეროპორტი მოემსახურა 192 რეისს ( 2019 წ. სექტემბერი - 302 რეისი).
28 სექტემბერი 2021, 13:18
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამჟამად ქუთაისის საჰაერო პორტი ემსახურება სამ ავიაკომპანიას, რომლებიც 11 ქვეყანაში 20 მიმართულებით ოპერირებენ, მათ შორის ყაზახეთის ოთხი და ევროპის 15 მიმართულებით.
სექტემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 163 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან კი Wizz Air ქუთაისიდან ბარსელონის მიმართულებით აღადგენს პირდაპირ ფრენებს.
ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.
23 სექტემბერი 2021, 16:17
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. ამჟამად ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა. საქართველო თავის ბაზარზე იბრუნებს საერთაშორისო ავიაკომპანიებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული იყვნენ ფრენები შეეწყვიტათ.