https://sputnik-georgia.com/20210923/qutaisidan-frenebi-otxi-mimartulebit-emateba-259833799.html
აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა – ქუთაისის აეროპორტს მიმართულებები ემატება
აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა – ქუთაისის აეროპორტს მიმართულებები ემატება
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T16:17+0400
2021-09-23T16:17+0400
2021-09-23T19:49+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/52/238755225_0:80:2001:1205_1920x0_80_0_0_e0eb43489b8a18663c6caf62e0402643.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. პირველად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.16 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ახლად დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.უწყების ცნობით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონის, ხოლო 2 ნოემბრიდან – ბერლინისა და ვენის მიმართულებით შესრულდება. პირველ ეტაპზე ბარსელონის მიმართულებით ფრენები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება ავიარეისები ბერლინის მიმართულებითაც. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენას, რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ეტაპობრივად დაემატება.ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.
https://sputnik-georgia.com/20210915/wizz-air-qutaisidan-krakovis-mimartulebit-prenebs-iwyebs-259623599.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/52/238755225_142:0:1857:1286_1920x0_80_0_0_950c41ba6f8dd6c1f973642cf72ec729.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში
აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა – ქუთაისის აეროპორტს მიმართულებები ემატება
16:17 23.09.2021 (განახლებულია: 19:49 23.09.2021) საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. პირველად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი,
იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
16 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ახლად დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.
„ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელზეც პანდემიამდე ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო საქართველოს მოქალაქეებში", – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
უწყების ცნობით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონის, ხოლო 2 ნოემბრიდან – ბერლინისა და ვენის მიმართულებით შესრულდება.
15 სექტემბერი 2021, 19:35
პირველ ეტაპზე ბარსელონის მიმართულებით ფრენები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება ავიარეისები ბერლინის მიმართულებითაც. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენას, რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ეტაპობრივად დაემატება.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.