Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

CC BY-SA 2.0 / Alec Wilson / HA-LWFკომპანია Wizz Air–ის თვითმფრინავი
კომპანია Wizz Air–ის თვითმფრინავი   - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 28 სექტემბრიდან შეასრულებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში „ვიზეარის“ ტოპ-მენეჯმენტის სამუშაო ვიზიტისას იქნა მიღებული.
პირველ ეტაპზე კრაკოვი–ქუთაისი–კრაკოვის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით შეასრულდება, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით კი სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
ავიაკომპანია MyWay Airlines–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ქართული ავიაკომპანია პოლონეთის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს
კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე ქალაქია, სადაც სექტემბრის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები შესრულდება. ამ ეტაპზე ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.
ამ ეტაპზე „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0