https://sputnik-georgia.com/20210928/qutaisidan-krakovis-mimartulebit-frenebi-ganaxlda-259958777.html
ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით ფრენები განახლდა
ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით ფრენები განახლდა
Sputnik საქართველო
ქუთაისსა და კრაკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და WizzAir-ის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს... 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T13:18+0400
2021-09-28T13:18+0400
2021-09-28T17:31+0400
ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დღეიდან აღადგენს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.კრაკოვი–ქუთაისი–კრაკოვის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით კი სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. აქამდე ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდებოდა.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმაც. მისი განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას საქართველოში.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე „ვიზეართან“ კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.ავიაკომპანიამ ქუთაისში ბაზის მუშაობა 2020 წლის ზაფხულში დროებით შეაჩერა. მიზეზი პანდემიის დროს მოქმედი შეზღუდვების გამო რეისების გაუქმება გახდა.„ვიზეარის“ თვითმფრინავები კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოდან 13 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით ფრენდა. ამჟამად შესაძლებელია ევროპის და აზიის 20 ქალაქში გამგზავრება.საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განაახლა.რეგულარული ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
https://sputnik-georgia.com/20210804/saqartvelos-aviabazarze-prenebis-88-agdgenilia-252504105.html
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლონეთი
ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლონეთი
ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით ფრენები განახლდა
13:18 28.09.2021 (განახლებულია: 17:31 28.09.2021) ქუთაისსა და კრაკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და WizzAir-ის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებს შორის გამართული სამუშაო შეხვედრისას მიიღეს.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დღეიდან აღადგენს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.
კრაკოვი–ქუთაისი–კრაკოვის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით კი სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
„ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის „ვიზეარის“ ვიზიტი. კონსულტაციების შედეგად... კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღადგინოს. ამ ეტაპზე „ვიზეარი“ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. აქამდე ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდებოდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმაც. მისი განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას საქართველოში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე „ვიზეართან“ კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.
ავიაკომპანიამ ქუთაისში ბაზის მუშაობა 2020 წლის ზაფხულში დროებით შეაჩერა. მიზეზი პანდემიის დროს მოქმედი შეზღუდვების გამო რეისების გაუქმება გახდა.
„ვიზეარის“ თვითმფრინავები კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოდან 13 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით ფრენდა. ამჟამად შესაძლებელია ევროპის და აზიის 20 ქალაქში გამგზავრება.
საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განაახლა.
რეგულარული ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.