„ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო“ – სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

© photo: Sputnikქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრიდან დღემდე სხვადასხვა შინაარსის უკვე ექვსი წერილი გამოაქვეყნა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, ის ამჯერად ქუთაისელებს მიმართავს. მიმართვას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე თავის facebook-გვერდზე აქვეყნებს.
სააკაშვილის თქმით, მას ქუთაისზე დიდი გეგმები აქვს და სურს, რომ ქალაქს პოლიტიკური ცენტრის სტატუსი დაუბრუნდეს.

„ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო, იცით, როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი“, – წერს სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ქუთაისელებს ქალაქის მერობის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ხატია დეკანოიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დეკანოიძის გამარჯვება მისი გამარჯვება იქნება.
„ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი. შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ, და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და, რაც მთავარია, თითოეულმა თქვენგანმა. გთხოვთ, იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება", – წერს სააკაშვილი.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
სააკაშვილს ტელეფონით დარეკვის უფლება ჩამოერთვა – ადვოკატი
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც: სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0