საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც: სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეხუთე დღეა იმყოფება.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, შიმშილობას აგრძელებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილის საზოგადოებისადმი მორიგი მიმართვა ექს-პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ ამას არც ერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებული. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

სააკაშვილის განცხადებით, მან წინასწარვე განაცხადა უარი ექიმების შემოთავაზებაზე – უგონო მდგომარეობის შემთხვევაში რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე.
„თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ, პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად“, – წერს სააკაშვილი.
რა გზით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში: ფოთის პორტის ადმინისტრაციის განცხადება>>>
ექს-პრეზიდენტს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0