https://sputnik-georgia.com/20211005/saakasvilssatelefonozarebis-ufleba-camoertva-260245999.html
სააკაშვილს ტელეფონით დარეკვის უფლება ჩამოერთვა – ადვოკატი
სააკაშვილს ტელეფონით დარეკვის უფლება ჩამოერთვა – ადვოკატი
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T15:11+0400
2021-10-05T15:11+0400
2021-10-05T19:56+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208359_0:120:1281:840_1920x0_80_0_0_cb39fe4fa5d3a4d037728ae17f3aba16.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს რუსთავის საპატიმროში იხდის, სატელეფონო ზარების უფლება ჩამოართვეს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.ადვოკატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა აგონიაშია.სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ის უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ორ საქმეზე დაუსწრებლად განაჩენია გამოტანილი, რაც მისთვის თავისუფლების 6 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენი საქმეები სასამართლო წარმოებაშია.სააკაშვილს მალე კიდევ ერთ ბრალს წარუდგენენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება, მას სასჯელის ვადის სამშობლოში მოხდა მოუწევს.
https://sputnik-georgia.com/20211005/woworiebs-sesazloa-brali-daumzimdet-260243429.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208359_0:0:1279:959_1920x0_80_0_0_f97f11968c1b1af1794c6a0b36a9d39e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილს ტელეფონით დარეკვის უფლება ჩამოერთვა – ადვოკატი
15:11 05.10.2021 (განახლებულია: 19:56 05.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს რუსთავის საპატიმროში იხდის, სატელეფონო ზარების უფლება ჩამოართვეს. ამის შესახებ „
Sputnik–საქართველოს“ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა აგონიაშია.
„საქართველოს პროკურატურამ სამარცხვინო და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება ჩამოართვა. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი აგონიაში არიან“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ის უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ორ საქმეზე დაუსწრებლად განაჩენია გამოტანილი, რაც მისთვის თავისუფლების 6 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენი საქმეები სასამართლო წარმოებაშია.
სააკაშვილს მალე კიდევ ერთ ბრალს წარუდგენენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება, მას სასჯელის ვადის სამშობლოში მოხდა მოუწევს.