https://sputnik-georgia.com/20211004/saakasvilis-mxardasawerad-rustavis-cixestan-pri-aqcia-daigegma-260182861.html
სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან ორი აქცია დაიგეგმა
სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან ორი აქცია დაიგეგმა
Sputnik საქართველო
მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად რუსთავში შეიკრიბებიან როგორც მის მიერ დაფუძნებული პარტიის აქტივისტები, ისე მისი მხარდამჭერები რეგიონებიდან. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T01:36+0400
2021-10-04T01:36+0400
2021-10-04T13:42+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181215_0:131:1280:852_1920x0_80_0_0_2bd97fe7807b6f7de9f94575b9d51d71.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ორშაბათს, 4 ოქტომბერს რუსთავის №12 ციხესთან მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.როგორც თავის Facebook-გვერდზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაწერა, ის თავის მომხრეებს პენიტენციურ დაწესებულებასთან 15:00 საათზე ელოდება.მოგვიანებით კიდევ ერთი აქციის შესახებ განაცხადეს მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა. ისინი რუსთავის ციხესთან თავის მომხრეებს რეგიონებიდან 18:00 საათზე ელოდებიან.„ხვალ 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, მთელი საქართველოდან დავიძვრებით საკუთარი ავტომობილებით, 11:00 ქობულეთიდან, 12:00 გურიიდან, 14:00 ქუთაისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია კვირას, საღამოსაც გაიმართა. წვიმისა და ქარის მიუხედავად, მონაწილეები ციხის კედლებთან დროშებით რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ.მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 2015 წელს უკრაინის მოქალაქე გახდა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
https://sputnik-georgia.com/20211003/raribasvilma-saakasvilis-winaarmdeg-sokismomgvreli-braldeba-gaajrera-260178676.html
https://sputnik-georgia.com/20211004/premieri-planetis-nebismieri-adamiani-rom-camovides-saakasvils-mainc-aravin-gamousvebs-260181425.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181215_171:118:1151:853_1920x0_80_0_0_daaefa252701a245fda8ef838f904c3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან ორი აქცია დაიგეგმა
01:36 04.10.2021 (განახლებულია: 13:42 04.10.2021) მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად რუსთავში შეიკრიბებიან როგორც მის მიერ დაფუძნებული პარტიის აქტივისტები, ისე მისი მხარდამჭერები რეგიონებიდან.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ორშაბათს, 4 ოქტომბერს რუსთავის №12 ციხესთან მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
როგორც თავის
Facebook-გვერდზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაწერა, ის თავის მომხრეებს პენიტენციურ დაწესებულებასთან 15:00 საათზე ელოდება.
მოგვიანებით კიდევ ერთი აქციის შესახებ განაცხადეს მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა. ისინი რუსთავის ციხესთან თავის მომხრეებს რეგიონებიდან 18:00 საათზე ელოდებიან.
„ხვალ 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, მთელი საქართველოდან დავიძვრებით საკუთარი ავტომობილებით, 11:00 ქობულეთიდან, 12:00 გურიიდან, 14:00 ქუთაისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია კვირას, საღამოსაც გაიმართა. წვიმისა და ქარის მიუხედავად, მონაწილეები ციხის კედლებთან დროშებით რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ.
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 2015 წელს უკრაინის მოქალაქე გახდა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.