Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

რა გეგმები აქვს გიორგი გახარიას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში, სადაც ამომრჩეველთა 50%–ზე მეტი ხმის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, მეორე ტური გაიმართება,
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მისი პარტიის მომხრეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარს არც „ქართული ოცნების“ და არც მისი მთავარი ოპონენტის „ნაციონალური მოძრაობის “ კანდიდატებს არ დაუჭერენ, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ.
ცესკოს წინაწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ 109 მანდატი აიღო.
გიორგი გახარიას წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
გახარიას პარტია მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს
„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ ვეტყვით, და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიის მერობის კანდიდატს ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც ცაგერში მეორე ტურში გავიდა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ მაჟორიტარს, რომელიც წარდგენილია ჩვენი პარტიიდან მეორე ტურებში, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გახარიამ.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
რა მიზნები დაისახა გიორგი გახარიამ არჩევნებზე - „ქართული ოცნების“ ვერსიები
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ მისი პარტია შეეცდება არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვას ერთპიროვნული მმართველობა. რადგან ამ ორ, მისი თქმით, „ვითომ“ ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას -„ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ორივეს აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ.
„ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და ის, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა არც ერთ მათგანს მოახდინონ ძალაუფლების კონცენტრაცია სადმე, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში სადაც ამომრჩეველთა 50%–ზე მეტი ხმის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო მეორე ტური გაიმართება.
გიორგი გახარიას წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნების მეორე ტურის მოლოდინი: ვის მხარეს დაიჭერს გახარიას ამომრჩეველი?
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომლისთვისაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება.
ცესკოს მონაცემებით, მმართველო პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 44,97%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიამ კი 33,98% მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0