https://sputnik-georgia.com/20211004/ra-miznebi-daisaxa-giorgi-gaxariam-arcevnebze-qartuli-ocnebis-versiebi-260182217.html
რა მიზნები დაისახა გიორგი გახარიამ არჩევნებზე - „ქართული ოცნების“ ვერსიები
რა მიზნები დაისახა გიორგი გახარიამ არჩევნებზე - „ქართული ოცნების“ ვერსიები
Sputnik საქართველო
ყოფილმა პრემიერმა ორიდან ერთი ამოცანა წარმატებით შეასრულა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მეორე ტურში გაიყვანა, მიაჩნია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს... 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T00:45+0400
2021-10-04T00:45+0400
2021-10-04T00:45+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_0aa35621e6a16816951566b3b5aff6d0.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი გახარიას ჰქონდა ორი მიზანი: „ქართული ოცნების“ დაახლოება 43%-იან ნიშნულთან და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან და მეორე - ნიკანორ მელიას მეორე ტურში გაყვანა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ასეთი ვერსია წამოაყენა მმართველი პარტიის ლიდერმა ყოფილი თანამოაზრის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას და მისი პარტიის „საქართველოსთვის“ მისიასთან დაკავშირებით.კობახიძის თქმით, გახარიამ ვერ შეასრულა პირველი ამოცანა, მაგრამ გაუმკლავდა მეორე დავალებას.მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში გახარიას მეორე მიზანი პირველის მსგავსად წარუმატებელი იქნება.„საბოლოოდ, ეს დავალებები წარუმატებლობისთვის არის განწირული ერთი მარტივი მიზეზის გამო: ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ მყარად გამოუცხადებს ნდობას კახა კალაძეს (თბილისის მერობის კანდიდატს - რედ.) და დაუჭერს მხარს ჩვენს კანდიდატებს 20-ვე მუნიციპალიტეტში (სადაც მეორე ტური გაიმართება - რედ.)... საბოლოო ჯამში, ადამიანები, რომლებიც ასეთი დავალებებით მოქმედებენ, ბუნებრივია ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ საკადრის პასუხს და ეს დავალებებიც საბოლოო ჯამში განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.თბილისში მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელსაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით აქვს 44,97%, და „ნაცმოძრაობის ლიდერი“ ნიკა მელია 33,98%-ით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, 9,35% მოაგროვა.
https://sputnik-georgia.com/20211003/saqartvelosi-vadamdeli-arcevnebi-ar-gaimarteba-evroparlamentis-deputati-260180754.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_164:140:1116:854_1920x0_80_0_0_9e6b5d1054dd3f123564ffa69323cbde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
რა მიზნები დაისახა გიორგი გახარიამ არჩევნებზე - „ქართული ოცნების“ ვერსიები
ყოფილმა პრემიერმა ორიდან ერთი ამოცანა წარმატებით შეასრულა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მეორე ტურში გაიყვანა, მიაჩნია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი გახარიას ჰქონდა ორი მიზანი: „ქართული ოცნების“ დაახლოება 43%-იან ნიშნულთან და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან და მეორე - ნიკანორ მელიას მეორე ტურში გაყვანა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში.
ასეთი ვერსია წამოაყენა მმართველი პარტიის ლიდერმა ყოფილი თანამოაზრის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას და მისი პარტიის „საქართველოსთვის“ მისიასთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, გახარიამ ვერ შეასრულა პირველი ამოცანა, მაგრამ გაუმკლავდა მეორე დავალებას.
„მეორე დავალება იყო ნიკანორ მელიას გაყვანა მეორე ტურში. ის გადადგა ნიკანორ მელიასთვის და მას დაევალა შემდგომ ნიკანორ მელიას გაყვანა მეორე ტურში. ეს დავალება სამწუხაროდ წარმატებით შესრულდა, - განაცხადა კობახიძემ.
მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში გახარიას მეორე მიზანი პირველის მსგავსად წარუმატებელი იქნება.
„საბოლოოდ, ეს დავალებები წარუმატებლობისთვის არის განწირული ერთი მარტივი მიზეზის გამო: ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ მყარად გამოუცხადებს ნდობას კახა კალაძეს (თბილისის მერობის კანდიდატს - რედ.) და დაუჭერს მხარს ჩვენს კანდიდატებს 20-ვე მუნიციპალიტეტში (სადაც მეორე ტური გაიმართება - რედ.)... საბოლოო ჯამში, ადამიანები, რომლებიც ასეთი დავალებებით მოქმედებენ, ბუნებრივია ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ საკადრის პასუხს და ეს დავალებებიც საბოლოო ჯამში განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.
თბილისში მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელსაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით აქვს 44,97%, და „ნაცმოძრაობის ლიდერი“ ნიკა მელია 33,98%-ით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, 9,35% მოაგროვა.