Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

გახარიას პარტია მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარიას წინასაარჩევნო ბანერი
გიორგი გახარიას წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა შესანიშნავი შესაძლებლობა ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასაბრუნებლად
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს, განაცხადა ყოფილი პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გახარიას პარტია იკავებს მესამე ადგილს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. გახარიას პარტიის კანდიდატმა მეორე ადგილი მხოლოდ ცაგერში დაიკავა. მეორე ტურში ბესარიონ ბენდელიანი (35,01%) მერობისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი ნემსაძეს (49,34%).
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
რა მიზნები დაისახა გიორგი გახარიამ არჩევნებზე - „ქართული ოცნების“ ვერსიები
„ბატონი გახარია, ისევე როგორც ჩვენი პარტია, ემხრობა ცვლილებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმის, რომ ფაქტობრივად, პრაქტიკულ დონეზე ხელისუფლებაში დააბრუნოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიგვაჩნია, რომ იყო გუშინწინდელი დღე, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ არის გუშინდელი დღე. თქვენს კითხვაზე, ვის დაუჭერთ მხარს, შეგიძლიათ, გააკეთოთ მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომ არც ერთს და არც მეორეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახაბერ ქემოკლიძემ.
მისი თქმით, ის ამომრჩევლები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პარტიას „საქართველოსთვის“, ძალიან კარგად ერკვევიან არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში. ამიტომ მათ არ დასჭირდებათ მოწოდება, ან ერთ მხარეს წავიდნენ, ან მეორე მხარეს.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 20 ქალაქში გაიმართება, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
ცესკოს მონაცემებით, თბილისში კალაძემ მოაგროვა 44,97%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიამ - 33,98%.
ყველა ახალი ამბავი
0