Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

აშშ-ის საელჩო: საარჩევნო გარემო ხმების მოსყიდვით, დაშინებითა და ზეწოლით დაზიანდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და აშშ–ის დროშები
საქართველოსა და აშშ–ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ „საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“.
საელჩოს შეფასებით, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ და ხაზს უსვამს, რომ მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები, მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ.
ოფიციალურ განცხადებაში უწყება ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო გარემო დაზიანდა დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებით.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
არჩევნები 2021
ევროკავშირი არჩევნებს აფასებს: პოლარიზაცია უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე
„ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს OSCE/ODIHR-ის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო ასევე იზიარებს წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.
აშშ-ის დიპლომატიური მისია ღრმად შემაშფოთებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის ზღვარი წაშლილია, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა კი წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.
ცესკოს მონაცემები ეკრანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა - ეუთოს მისიის შეფასება
აშშ-ის საელჩოს შეფასებით, შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხმევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით და საკანონმდებლო ორგანოს, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები და მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას.
საელჩო აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობაა.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 20 ქალაქში გაიმართება, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
GUAM-ის შეფასება: არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი
ცესკოს მიერ ხმების 99,97%-ის დათვლის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში იღებს ხმების 46,68%-ს, ხოლო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7%-ს.
არჩევნების პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
ყველა ახალი ამბავი
0