Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

GUAM-ის შეფასება: არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
ორგანიზაციის დამკვირვებლების შეფასებით საქართვე;ლოში ორი ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ საფუძველზე და საარჩევნო პროცესი კარგად ორგანიზებული იყო.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მუნიციპალური არჩევნები მომზადდა და ჩატარდა საერთშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად, ნათქვამია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ამასთან ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არჩევნები მომზადდა და ჩატარდა ეუთოსა და ევროპის საბჭოს ვალდებულებებით, სტანდარტებითა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული ეროვნული კანონმდებლობითა და წესებით.

„არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფი ასკვნის, რომ ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები მთლიანობაში იყო დაცული და უზრუნველყოფილი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სუამის წარმომადგენლები 2 ოქტომბრის არჩევნებს თბილისის საარჩევნო უბნებზე – კრწანისის რაიონის ნომერ მე-2 და ნომერ მე-4, ვაკის რაიონის ნომერ მე-3, საბურთალოს რაიონის ნომერ მე-60 და 66-ე, დიდუბის რაიონის ნომერ 30-ე და ჩუღურეთის ნომერ პირველ უბნებზე აკვირდებოდნენ.
კახ აკალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც, თუმცა კახა კალაძე გაიმარჯვებს - ირაკლი კობახიძე
მისია ძირითადად ორიენტირებული იყო არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების დაკვირვებასა და შეფასებაზე, კერძოდ – საარჩევნო უბნებსა და მის გარშემო არსებული სიტუაციაზე, უბნების საარჩევნო კომისიების შემადგენლობაზე, ხმის მიცემის პროცესის ორგანიზებაზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ პირობებზე, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი და ფარული გამოხატვის უზრუნველყოფაზე, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობაზე, პოლიტიკური პარტიების, მედიის, დამოუკიდებელი დამკვირვებლების ყოფნაზე.
„არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ საფუძველზე, მშვიდად და წესრიგის ფარგლებში. მკაცრად იყო დაცული ხმის მიცემის განსაზღვრული პროცედურები, საარჩევნო პროცესი იყო კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე შემოღებულ იქნა ახალი პროცედურები და ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი შესაძლო მანიპულაციების აღმოსაფხვრელად“, — აღნიშნავენ მისიაში.
გია ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
არჩევნები 2021
ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურზე უფრო შეიკვრება: ბარამიძის კომენტარი
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
ყველა ახალი ამბავი
0