https://sputnik-georgia.com/20211003/irakli-kobaxidze-archevnebze-260161122.html
მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც, თუმცა კახა კალაძე გაიმარჯვებს - ირაკლი კობახიძე
მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც, თუმცა კახა კალაძე გაიმარჯვებს - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში“ ცესკო-ს პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T11:17+0400
2021-10-03T11:17+0400
2021-10-03T12:55+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/03/260161414_0:272:1968:1379_1920x0_80_0_0_3e6ba56643748b2ddac65cd8bc8dc6dd.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში თვითმმართველობის მეორე ტური ჩატარდება, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცეტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში ცესკო-ს პირველადი მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა 64-დან 44 საარჩევნო ოლქში მოიგეს და მეორე ტური 30 ოქტომბერს, მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 360 უბანზე (46.81%). აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა კახა კალაძე 45.28 პროცენტით (96 840 ხმა), 34.27 (73 294 ხმა) პროცენტი აქვს ნიკანორ მელიას.საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით 52 ქალაქში ლიდერობს, რაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მეტყველებს ოქმები დაახლოებით 40%-ის დათვლის შემდეგ. დანარჩენ 11 ქალაქში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წინ.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.
https://sputnik-georgia.com/20210928/kaxa-kalaze-pirvelive-tursi-moigebs-axali-gamokitxvis-sedegebi-259986672.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/03/260161414_149:224:1798:1461_1920x0_80_0_0_6b03c9b9e192988ddb2ae8be5377921c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე კახა კალაძე
მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც, თუმცა კახა კალაძე გაიმარჯვებს - ირაკლი კობახიძე
11:17 03.10.2021 (განახლებულია: 12:55 03.10.2021) „ქართულ ოცნებაში“ ცესკო-ს პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში თვითმმართველობის მეორე ტური ჩატარდება, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცეტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

28 სექტემბერი 2021, 23:05
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში ცესკო-ს პირველადი მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა 64-დან 44 საარჩევნო ოლქში მოიგეს და მეორე ტური 30 ოქტომბერს, მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
„რადგან უბნების სამიმეოთხედი დათვლილია, ბუნებრივია, შედეგები დიდად აღარ შეიცვლება. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოშიც. კერძოდ, ცესკო-ს პირველადი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 360 უბანზე (46.81%). აღნიშნული მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა კახა კალაძე 45.28 პროცენტით (96 840 ხმა), 34.27 (73 294 ხმა) პროცენტი აქვს ნიკანორ მელიას.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით 52 ქალაქში ლიდერობს, რაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მეტყველებს ოქმები დაახლოებით 40%-ის დათვლის შემდეგ. დანარჩენ 11 ქალაქში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წინ.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1.815.776-მა მოქალაქემ. ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.